პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ევროკავშირი უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმის ამოქმედებით მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრების წისქვილზე დაასხამს წყალს

„არ მგონია, რომ საღი აზრისგან ისე დაიცალოს ევროკავშირის ბიუროკრატია, რომ ეს ნაბიჯი გადადგან,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა, ევროკავშირში უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმის კომენტარისას.

მისივე თქმით, ევროკავშირი ამ მექანიზმის ამოქმედებით მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრების წისქვილზე დაასხამს წყალს.

„იმის მოლოდინი, რომ საქართველოსთან დაკავშირებით გამოიყენებენ უვიზო რეჟიმის შეჩერების ამ ახალ პროცედურას, არ მაქვს რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი – საქართველო ყველა ტექნიკურ-ობიექტურ კრიტერიუმს აბსოლუტურად პირწმინდად და 100%-იანი შესრულებით ასრულებს, ხოლო მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ მათ სურთ ეს პროცედურა გამოიყენონ პოლიტიკური შანტაჟის იარაღად, აქაც ნაკლებად ვხედავ ალბათობას იმიტომ, რომ ეს იარაღი უკვე მოცვდა და დაკარგა თავისი სიმწვავე. ევროკავშირი ამ მექანიზმის ამოქმედებით მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრების წისქვილზე დაასხამს წყალს. საქართველოს მტერი ვინც არის კარგად მოგეხსენებათ. არ მგონია, რომ საღი აზრისგან ისე დაიცალოს ევროკავშირის ბიუროკრატია, რომ ეს ნაბიჯი გადადგან,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროკავშირის ელჩი, პირდაპირი გაგებით, ტინგიცობს საზოგადოების მაგინებელი ადამიანების კონცერტზე – რა თქმა უნდა, ამას არ გაატარებს ქართული საზოგადოება

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.