პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: გამოიკვეთა 2026 წლის მთავარი პრიორიტეტები – ვიზრუნოთ ახალგაზრდობაზე, ღირსეულად აღვნიშნოთ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადებიდან 1700 წლისთავი და მორიგი გამანადგურებელი დარტყმა მივაყენოთ გლობალური ბოროტების ძალას

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, პრემიერ-მინისტრის და ბიძინა ივანიშვილის საახალწლო მილოცვებს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ მათი საახალწლო მილოცვების ფონზე გამოიკვეთა 2026 წლის საზოგადოების მთავარი პრიორიტეტები.

„დღეს ჩემთვის არის ახალი წლის უბრალოდ კალენდარული ხუთშაბათი, ცხოვრება გრძელდება და 1 იანვარი დავიწყოთ პოზიტიური ახალი ამბებით, რათა არ ამოვვარდეთ “ფორმიდან”. უწმინდესმა თავის საახალწლო მილოცვაში, აქცენტი გააკეთა ახალგაზრდობაზე და 2026 წელი, უნდა ვაქციოთ ჩვენი ახალგაზრდების გადარჩენის, ნორმალურ საზოგადოებაში დაბრუნების, მოფერების და სახელმწიფოებრივ პროცესებში აქტიური ჩართვის წელიწადად. თავის საახალწლო მიმართვაში, სახელმწიფოს ცხოვრებაში ქრისტიანული იდენტობის მნიშვნელობაზე, პოლიტიკურ მიღწევებზე და ხელისუფლების იდეოლოგიურ კურსზე მთავარი აქცენტი გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, მან ხაზი გაუსვა, რომ „საზოგადოება თვალნათლივ ხედავდა, თუ როგორ ებრძოდა გლობალური, ბოროტი ძალა საქართველოს. ძალა, რომელსაც არაჯანსაღი ამბიცია აქვს მსოფლიო მმართველობაზე.“ აქედან გამომდინარე, იკვეთება ჩვენი საზოგადოების მთავარი პრიორიტეტები 2026 წელს – ვიზრუნოთ ახალგაზრდობაზე, ღირსეულად აღვნიშნოთ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადებიდან 1700 წლისთავი და მორიგი გამანადგურებელი დარტყმა მივაყენოთ გლობალური ბოროტების ძალას, რომელიც ქვეყნის მორალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ განადგურებაზე ოცნებობს. გარდა ამისა, უკვე დღეიდან გაიზარდა პენსიების და სოციალური გადახდების პაკეტები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ხოლო, რაც ჩემში იწვევდა გარკვეულ კითხვებს და სიფრთხილეს, იმ საკითხის ხორცშესხმაც გადაიდო, რასაც ამ ეტაპზე მივესალმები. საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მიკროავტობუსებით გადაადგილება, ჯერჯერობით არ იკრძალება, რასაც შესაძლოა სატრანსპორტო კოლაფსი გამოეწვია ქვეყანაში. ჯერჯერობით, მრჩება მთავარი კითხვა: ცალსახად მივესალმები სასწაულ სტატისტიკას, შსს-ს მიერ მხოლოდ უკანასკნელ თვეებში, ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებული 5 ათასზე მეტი ადამიანი იქნა დაპატიმრებული. ხოლო უკანასკნელი მსხვილი კონტრაბანდული პარტია (157 კილოგრამი ჰეროინი) საახალწლო დღეებში იქნა გამოვლენილი. “წითელი ხიდიდან” ირანის მოქალაქის მიერ შემოტანილი ნარკოტიკის ღირებულება 18 მილიონ დოლარს აღწევდა. კითხვა კი იგივეა: რა ხდებოდა ამ მიმართულებით შსს-ს ახალ ხელმძღვანელობამდე და რატომ? მოკლედ, კარგ დასაწყისს, ღირსეული გაგრძელება. გილოცავთ წარმატებული წლის დადგომას!“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის ბოლო მიმართვის შემდეგ კიდევ უფრო განმიმტკიცდა მის მიმართ პატივისცემა, განსაკუთრებით დასაფასებელია ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი შეხედულებების დაცვა მაშინაც კი, როდესაც ეს საზოგადოებრივი კრიტიკისა და პიროვნული თავდასხმების სამიზნედ აქცევს

პოლიტიკა

მარჩინ როსოლოვსკი: სწორედ ვარშავაში და არა თბილისში იყენებს პრემიერ-მინისტრი სკოლის ტრაგედიას, რათა აიძულოს პარლამენტი მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ინტერნეტ ცენზურას შემოიღებს რეალური სასამართლო ზედამხედველობის გარეშე

პოლიტიკა

მარჩინ როსოლოვსკი: არა საქართველოში, არამედ პოლონეთში, პოლიტიკურად კონტროლირებადი პროკურატურა ადანაშაულებს პროკურორს, რომელმაც გაბედა კორუფციის ბრალდების წაყენება პრემიერ-მინისტრ ტუსკის კოლეგის წინააღმდეგ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.