Uncategorized

შალვა პაპუაშვილი: „ქართულ ოცნებას“ და ქართველ ხალხს ძალიან გვანებივრებს განგება, რასაც ჩვენ ვიტყვით ხოლმე, გავა ხან რამდენიმე დღე, კვირა, თვე და ამ ყველაფერს ადასტურებენ ისინი, რომლებიც თავად არიან ამის ჩამდენები

„ქართულ ოცნებას“ და ქართველ ხალხს მგონი ბოლო პერიოდში ძალიან გვანებივრებს განგება, რომ რასაც ჩვენ ვიტყვით ხოლმე, გავა ხან რამდენიმე დღე, ხან რამდენიმე კვირა, ხან რამდენიმე თვე და ამ ყველაფერს ადასტურებენ ისინი, რომლებიც მანამდე სხვა რამეს ამბობდნენ ან თავად არიან ამის ჩამდენები, – ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარიზის სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება, რომ აშშ-ის მიერ ფრანგი მოსამართლეების დასანქცირება ქვეყნის შიდა საქმეებში მიუღებელი ჩარევა იქნება.

პაპუაშვილის თქმით, „ძალიან საინტერესო განცხადებაა და რა თქმა უნდა, არის ეს ჩარევა, მაგრამ ვის ეუბნება საფრანგეთი ამ ყველაფერს, როდესაც თავად, ვხედავდით ჩვენ რომ იყო მცდელობა საქართველოზე მსგავსი გავლენებისა სხვადასხვა ასეთი ინსტრუმენტის გამოყენებით“.

„ასე, რომ ჭეშმარიტებაა, მეთანხმებით, მაგრამ ჩვენ გვეუბნებიან ამას? რასაც ჩვენ ვსაუბრობდით ეს დადასტურდა. კიდევ ერთხელ, ახლა ჩავხედოთ ამიტომ და შევხედოთ, რომ ესტონეთი თურმე ცდილობს ჩვენს შიდა საქმეებში ჩაერიოს იმიტომ, რომ მოსამართლეების გარკვეული რაოდენობა ჰყავს არასასურველ პირებად გამოცხადებული. დაადასტურა საფრანგეთის მოსამართლემ, რომ ლატვია ცდილობს ჩაერიოს შიდა საქმეებში, ლიტვა ცდილობს რომ ჩაერიოს შიდა საქმეებში. გერმანია ცდილობს რომ ჩაერიოს შიდა საქმეებში თუ რა ვიცი, ვინც არიან ის ქვეყნები, რომლებმაც არასასურველ პირებად გამოაცხადეს სასამართლოს ზოგიერთი წარმომადგენელი, დაადასტურა საფრანგეთის მოსამართლემ, ფაქტობრივად შეგვიძლია ეს უკვე სასამართლოს გადაწყვეტილებად მივიღოთ ლამის, მოსაზრებად, რომ ისინი ერეოდნენ საქართველოს შიდა საქმეებში, რაც ნიშნავს საერთაშორისო სამართლის დარღვევას. როდესაც ვსაუბრობთ, რომ საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს, ამათ გააკეთეს ეს ყველაფერი. ბალტიის ქვეყნებმა, ევროკავშირმა, ბრიუსელმა. მათი ხელით დაინგრა საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი. ისინი არიან ვინც ჩამოშალა საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი იმიტომ, რომ აქ ცდილობენ დიდი ბიჭი ითამაშონ პატარა ქვეყნებმა და აქეთ იქით ისვრიან ამ სანქციებს, არასასურველ პირად გამოცხადებას და ამით მოშალეს, მოარღვიეს საერთაშორისო სამართალი. საბოლოო ჯამში, მათ კარებზე მიაკაკუნებს საერთაშორისო სამართლის სისტემის მორღვევა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა, აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ და ვალს ადებენ, თავიანთი ჭკუით ბიძინას.გაუძელით კი არა, რასაც მოესწარით, ყველაფერს ბიძინა ივანიშვილის ხათრით.დანარჩენი კიდევ, სანქციები და ათასი უბედურება, პირადად ბიძინას, ჩვენი ძალოვნების და რამოდენიმე პოლიტიკოსის კისერზე გადავიდა

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე, რომ შარმანაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა ბადრი ჯაფარიძე 90-იან წლებში სამხედრო გადატრიალებით დაამხეს: როდესაც გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო, საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი. ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს, ეგეც იცის, მაგრამ ტყუილი სულიერი საკვებია მაგნაირი ხალხის

პოლიტიკა

ევროპარლამენტარები იუკნევიჩიენე, მაკალისტერი და უშაკოვსი: მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებსა და საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე – ჩვენ არ ვაღიარებთ ხელისუფლებას, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის ხარვეზიანი არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.