პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე, რომ შარმანაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა ბადრი ჯაფარიძე 90-იან წლებში სამხედრო გადატრიალებით დაამხეს: როდესაც გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო, საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი. ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს, ეგეც იცის, მაგრამ ტყუილი სულიერი საკვებია მაგნაირი ხალხის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი “ლელოს” წევრის, ირაკლი კუპრაძის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ზვიად გამსახურდიას პირველი პარლამენტის წევრი იყო, თენგიზ შარმანაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა 90-იან წლებში სამხედრო გადატრიალებით დაამხეს.

შარმანაშვილი მას მატყუარას უწოდებს და ამბობს, რომ როდესაც სამხედრო გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო.

როგირც შარმანაშვილი ამბობს, კუპრაძემ ეს
იცის და ისიც იცის, რომ ბადრი “ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს, მაგრამ ტყუილი სულს ურჩევნია”.

“მატყუარა! როდესაც სამხედრო გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო და დანარჩენებსაც იგივე ელოდა. საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი. არ იცის ? იცის, მაგრამ ტყუილი სულს ურჩევნია. კიდევ, მაგ ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს. არა ? არ იცის ? ეგეც იცის. მე კიდევ ხელფასიდან ხელფასამდე ვალებს ვისტუმრებ. ამას არავის ვამადლი, მაგრამ ამნაირი ნილოსის ნიანგების მადის ხალხის სალაპარაკო არა ვარ. ეგეც იცის ალბათ, მაგრამ ტყუილი სულიერი საკვებია მაგნაირი ხალხის. საკუთარ სამშობლოს მილიარდ ხუთასი მილიონი დოლარის წართმევას უპირებდა ჯაფარიძეც. კიდევ კარგი, წააგო ეს საქმე პარიზის არბიტრაჟში. რა დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელის მოწერა, ვინ იყო ? შემთხვევითი ,,პასაჟირი” .ვინმეს ახსოვს ? არა ხართ ახლა ზოგიერთი ქვეყნის გემის მიმართულებით გასაშვები ? და საერთოდ, მე არ დამიწყია, მაგრამ ეტყობა ვინმეს ილუზია აქვს, რომ რა უქნეს ხალხს და მათ ქონებას ვინმეს დაავიწყდა, გავახსენებთ.”- წერს შარმანაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა, აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ და ვალს ადებენ, თავიანთი ჭკუით ბიძინას.გაუძელით კი არა, რასაც მოესწარით, ყველაფერს ბიძინა ივანიშვილის ხათრით.დანარჩენი კიდევ, სანქციები და ათასი უბედურება, პირადად ბიძინას, ჩვენი ძალოვნების და რამოდენიმე პოლიტიკოსის კისერზე გადავიდა

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე, რომ შარმანაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა ბადრი ჯაფარიძე 90-იან წლებში სამხედრო გადატრიალებით დაამხეს: როდესაც გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო, საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი. ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს, ეგეც იცის, მაგრამ ტყუილი სულიერი საკვებია მაგნაირი ხალხის

პოლიტიკა

ევროპარლამენტარები იუკნევიჩიენე, მაკალისტერი და უშაკოვსი: მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებსა და საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე – ჩვენ არ ვაღიარებთ ხელისუფლებას, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის ხარვეზიანი არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.