Uncategorized

NYT: სამხედროებმა ტრამპს ირანზე დარტყმების ვარიანტები წარუდგინეს

ბოლო დღეებში დონალდ ტრამპს ირანზე ახალი სამხედრო დარტყმების რამდენიმე ვარიანტი წარუდგინეს, – წერს The New York Times-ი რამდენიმე ამერიკულ წყაროზე დაყრდნობით.

გაზეთის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტისთვის შეთავაზებული ვარიანტები თეირანში მდებარე არასამხედრო ობიექტებზე დარტყმებს ითვალისწინებს. დეტალები იმის შესახებ, თუ რა ტიპის ობიექტებია, უცნობია.

The New York Times-ის წყაროების თქმით, ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა ახალი დარტყმის შესაძლებლობას „სერიოზულად განიხილავს“. მაღალჩინოსანმა სამხედრო პირმა განაცხადა, რომ ნებისმიერ პოტენციურ თავდასხმამდე რეგიონის სარდლობას ამერიკული პოზიციების გასამაგრებლად და ირანის მხრიდან მოსალოდნელი საპასუხო დარტყმებისთვის მოსამზადებლად დრო დასჭირდება.

ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ ვარიანტების წინასწარი განხილვის შესახებ The Wall Street Journal-იც წერს. ერთ-ერთი ჩინოვნიკის თქმით, განიხილებოდა ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმა ირანის სამხედრო ობიექტებზე. სხვა წყარო კი აცხადებს, რომ მოქმედების გეგმაზე კონსენსუსი მიღწეული არ არის და ჯერჯერობით არც ამერიკული სამხედრო ტექნიკის და არც პერსონალის გადასროლა დარტყმისთვის მოსამზადებლად არ მომხდარა.

წყაროები ამ განხილვებს ჩვეულებრივი დაგეგმარების ნაწილად მოიხსენიებენ და აზუსტებენ, რომ ირანზე გარდაუვალი თავდასხმის ნიშნები ამ დროისთვის არ არსებობს.

თეთრმა სახლმა კომენტარის მოთხოვნის საპასუხოდ მიუთითა ტრამპის პოსტზე სოციალურ ქსელ Truth Social-ში, სადაც ნათქვამია: „ირანი თავისუფლებისკენ ისწრაფვის, შესაძლოა ისე, როგორც არასდროს. აშშ მზადაა დასახმარებლად!“

საპროტესტო აქციები თეირანში ორი კვირის წინ, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო დაიწყო. მას შემდეგ გამოსვლები ირანის ყველა პროვინციის 100-ზე მეტ ქალაქსა და დაბაში გავრცელდა. Time-ის ცნობით, ქციებზე 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა, აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ და ვალს ადებენ, თავიანთი ჭკუით ბიძინას.გაუძელით კი არა, რასაც მოესწარით, ყველაფერს ბიძინა ივანიშვილის ხათრით.დანარჩენი კიდევ, სანქციები და ათასი უბედურება, პირადად ბიძინას, ჩვენი ძალოვნების და რამოდენიმე პოლიტიკოსის კისერზე გადავიდა

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე, რომ შარმანაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა ბადრი ჯაფარიძე 90-იან წლებში სამხედრო გადატრიალებით დაამხეს: როდესაც გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო, საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი. ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს, ეგეც იცის, მაგრამ ტყუილი სულიერი საკვებია მაგნაირი ხალხის

პოლიტიკა

ევროპარლამენტარები იუკნევიჩიენე, მაკალისტერი და უშაკოვსი: მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებსა და საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე – ჩვენ არ ვაღიარებთ ხელისუფლებას, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის ხარვეზიანი არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.