განცხადება · 104 ნახვა
„ჩვენ ვიხილეთ ევროკავშირის პრეს-სპიკერის მოწოდება აქციებზე ძალადობისკენ. ვიხილეთ მათ მიერ დაფინანსებული პლაკატები, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილის მსროლელის რომანტიზებას ახდენდა“
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა ბრიუსელის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც საქართველოს ულოცავს სახელმწიფო დროშის დღეს.
ვიდეოში ჩანს კადრები საპროტესტო აქციებიდან. ეკა სეფაშვილის სიტყვებით, ეს აჩვენებს, რომ ევროკავშირისთვის ძალადობის გარკვეული ფორმები წახალისებულია: „ეს არის ფარული განაცხადი იმაზე, რომ ძალადობის გარკვეული ფორმები არის ევროკავშირის მხრიდან წახალისებული, მითუმეტეს, რომ ჩვენ ვიხილეთ მათი პრეს-სპიკერის მოწოდება ძალადობრივი აქციების მიმართ“ – თქვა ეკა სეფაშვილმა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ძალადობის წახალისება ან რომანტიზება ბრიუსელის მხრიდან, წარსულშიც იხილა საზოგადოებამ.
„იმ კადრების გამოყენება, რომლებიც ასახავენ ძალადობას, ჩემი აზრით, ბადებს გაურკვეველ წარმოდგენებს ევროკავშირის მიდგომების შესახებ, სწორედ საქართველოსა და ნებისმიერი ეროვნული დროშის დაცვის მიმართ. ეს არის ფარული განაცხადი იმაზე, რომ ძალადობის გარკვეული ფორმები არის ევროკავშირის მხრიდან წახალისებული, მითუმეტეს, რომ ჩვენ ვიხილეთ ევროკავშირის პრეს-სპიკერის მოწოდება აქციებზე ძალადობისკენ. ვიხილეთ მათ მიერ დაფინანსებული პლაკატები, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილის მსროლელის რომანტიზებას ახდენდა“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ეკა სეფაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ეკა სეფაშვილი„ევრობიუროკრატებმა დიალოგის სივრცე თავად ჩაკეტეს, რადგან ოფიციალურ დონეზე საქართველოს მიერ გაჟღერებული სწორი, სამართლიანი არგუმენტების მოსმენა არ სურთ, თორემ ევროინტეგრაციის პროცესი, რომ მიმდინარეობს საქართველოში, ეს გადასარევად იციან და მათი არაერთი კვლევა მოწმობს ამას“
- ეკა სეფაშვილი„ევროკავშირის ამჟამინდელ ბიუროკრატიას, ევროკომისიის სახით, სურს საქართველო მორჩილი ვასალის როლში იხილოს“
- ეკა სეფაშვილი„მიზეზები, რომლებიც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია მოყვანილი, მხოლოდ მოგონილი საბაბია, რათა თითის დასაქნევი მიზეზი არსებობდეს - აბა, ტყუილუბრალოდ, არგუმენტების გარეშე ვერ იტყვიან, რას ერჩიან საქართველოს და ქართულ ხელისუფლებას“
- ეკა სეფაშვილი„სასამართლო პროცესის დაწყებამდე, აგენტურული ქსელის წარმომადგენლები კონკრეტულ საელჩოებში დაიბარეს და, როგორც ჩანს, გარკვეული ინსტრუქტაჟი მისცეს – ახლა კი ამ მითითებებს მიჰყვებიან“
