ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ დავით ჩიხელიძე„ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს, რითაც ვიზიტის წონის დაკნინება სურთ, მაგრამ რეალურად მათ ბოროტ ბუნებას აჩვენებს, რადგან ოპოზიციას რომ საქართველოს წინსვლა და საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება უხაროდეთ, ვიზიტის მნიშვნელობას სათანადოდ შეაფასებდნენ“ დღეს 8 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი7°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი6°C
  • თელავი2°C
  • გორი3°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი6°C
  • ამბროლაური2°C
  • მესტია−4°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 10 ნოემბერი
  • USD2.5943−0.0006
  • EUR2.9041+0.0043
  • GBP3.4821+0.0075
  • TRY0.0517
  • 100 RUB3.1484−0.0229
  • AZN1.5261−0.0006
  • 1000 AMD7.1864−0.0117
  • 10 UAH0.5707−0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ20 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ14:22
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

განცხადება · 177 ნახვა

„ციხიდან რომ გამოვედი გადაწყვეტილი მქონდა, მოვყვები მეთქი ჩემი აზრით რა არის სწორითქო. საჯაროდ შევპირდი ხალხს, რომ ამ კვირაში არა და იქით კვირაში მოვყვები მეთქი და მერე ხალხი გადავაგდე“

სათქმელად მარტივია და გასაგებია, რომ ალტერნატივა უნდა დაიხატოს. უბრალოდ, ეს ალტერნატივა როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა დაიხატოს, როგორ უნდა მივიდეთ მაქამდე, იქიდან საიდანაც მოვდივართ, როცა ყველა ერთმანეთს დედას აგინებს და ტალახს ესვრის მანდ არის ტექნიკური საკითხები, რომელიც არის გადასაწყვეტი. მე მაქვს ჩემი ხედვა, ვიღაცებს სხვა ხედვა აქვს,- განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ ოპოზიციის ერთობაზე საუბრისას.

ჯაფარიძე აცხადებს, რომ არსებობს ტექნიკური საკითხები, რომელიც გადასაწყვეტია. მისივე თქმით, „ე.წ. რვიანს, დაწყებული ჰქონდა რეგისტრაცია, პლატფორმა შეგიძლია გააკეთო, სადაც აუხსნი ადამიანებს, რომ ყველა ვრეგისტრირდებით აქ, რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლთა საერთო გაერთიანებაზე. თქვენ გაძლევთ, უფლებას გადაწყვიტეთ, ვინ იქნება ლიდერშიფი“.

„ეს არ გაგრძელდება სამი წელი. მე რომ გამოვედი გადაწყვეტილი მქონდა, რომ მე მოვყვები მეთქი ჩემი აზრით რა არის სწორითქო და მათ შორის, გამოვედი და საჯაროდ შევპირდი ხალხს, რომ ახლა ამ კვირაში არა და იქით კვირაში გამოვალ მოყვებითო და მერე ხალხი გადავაგდე. მარტივი მიზეზის გჰამო გადავაგდე.. ანუ არ გადამიგდია იმ გაგებით, რომ სადღაც ეთერებში რაღაცები მოვყევი, მაგრამ როგორც უნდა მომეყოლა ის არ გამიკეთებია და არ გავაკეთე იმის გამო, რომ ჩავთვალე, რომ არასწორი იქნება, შვიდთვიანი იზოლაციის მერე მე თვითონ ახლა რაღაცები მოვყვე პირდაპირ. მათ შორის, ახლაც, ამ წუთშიც მგონია, არასწორი იქნება, რომ მე რაღაცები მოვყვე, როცა ჯერ ერთი საუბარი მიდის ახლაც პარტიებს შორის და სამოქალაქო ჯგუფებს შორის და პარტიებსა და სამოქალაქო ჯგუფებს შორის და პლიუს რავი კონკრეტულად ახლა იქითა კვირაში გამოდის მაგალითად, გიორგი ვაშაძე ციხიდან, იმის შემდეგ დაახლოებით ორ კვირაში გამოდის ნიკა გვარამია ციხიდან და მინიმუმ რაც ვიცი რომ შემდეგ ორ კვირაში ეს ორი ადამიანი გარეთ იქნება, არასწორი იქნება დავდგეთ მე ან თუნდაც ვინმე და მოყვეს სანამ ეს ხალხი გამოვა და მასთან დაილაპარაკებ რომ ეს კი არა, ეს არის გზა. რაღა დარჩა, ამდენი ხანი თუ ვითმინეთ, ეს ორ კვირაც დაველოდოთ, გამოვიდნენ ეს ადამიანები გარეთ ჩაერთვებიან პროცესში“- განაცხადა ჯაფარიძემ.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე„ის, რომ ციხეში არ არის ინტერნეტი და არ შემიძლია ვიკიპედიაზე შესვლა, რაღაცის „დაგუგლვა” – წამებასთან გათანაბრებულია“
  2. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე„დავსწრებივარ კოალიციის 2-3 შეხვედრას მაინც, სადაც ერთ-ერთ გამოწვევად იყო დასახელებული 5 ნომერთან ეფექტურად გამიჯვნა, ანუ იმის საპირისპირო რასაც აბრალებენ კოალიციას – სწორი იქნებოდა ყველა ერთად, ერთიანი სია და ნული კონკურენცია, მაგრამ არ იყო, ვერ ჩამოიტანეს“
  3. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე„ამერიკის ადმინისტრაციის დამოკიდებულება არის ის, რომ მაინცდამაინც დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე ისინი არ არიან ფოკუსირებულები“
  4. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე„მესმის და ვკითხულობ, რომ “პარტიები ვერ ამობილიზებენ ხალხს” – გეგონება, სადმე ბუჩქებში მყავდეს ხალხი დამალული და მეზარებოდეს გამოყვანა, ისიც არ მესმის, რატომ ფიქრობს ვინმე, რომ ხალხის გაღვიძების ვალდებულება მაქვს, იმიტომ, რომ პოლიტიკოსი მქვია – კაი ნუ გაა@@აკე, მართლა კაცო?“