ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ დიმიტრი ხუნდაძე„კანონში ზოგიერთი საკითხი დაზუსტებას მოითხოვს“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი6°C
  • გორი7°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია1°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 7 ნოემბერი
  • USD2.5949−0.0006
  • EUR2.8998−0.0147
  • GBP3.4746−0.0189
  • TRY0.0517−0.0002
  • 100 RUB3.1713−0.0114
  • AZN1.5267−0.0003
  • 1000 AMD7.1981−0.0020
  • 10 UAH0.5723+0.0016
ᲡᲮᲕᲐ29 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ02:11
ირაკლი კირცხალია

განცხადება · 125 ნახვა

„კარგად ჩანს ის ვიწრო, ანგაჟირებული, ჯგუფი ე.წ. ბაბლი, რომელსაც თავისი თავი ჩვენი ქვეყანა ჰგონია, მათთვის არაფრის მტკიცებას აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ მოქმედებენ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით და სამართლიანად ჰქვიათ უსამშობლოები ფრაქცია“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა, ოპოზიციის, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერის და „ჰელსინკის კომისიის“ მიერ საქართველოს წინააღმდეგ რკალის შეკვრასა და ერთიან „მესიჯბოქსებზე“ საქართველოს მიერ ორბიტიდან გადახვევასთან დაკავშირებით.

კირცხალიას განცხადებით, კარგად ჩანს ვიწრო, ანგაჟირებული ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებენ და მათთვის არაფრის მტკიცებას აზრი არ აქვს.

„ძალიან კარგად ჩანს, ის ვიწრო, ანგაჟირებული, ჯგუფი ე.წ. ბაბლი, რომელსაც თავისი თავი ჩვენი ქვეყანა ჰგონია, მათთვის არაფრის მტკიცებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ისინი მოქმედებენ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით და მათ არ იციან ცნება სამშობლო რას ნიშნავს, ამიტომ ჰქვიათ მათ ყოვლად სამართლიანად უსამშობლოები. როდესაც ადამიანებზე ვსაუბრობთ, თუ რა აღქმა უნდა დარჩეთ და რას ვეუბნებით, ამათ არაფერს არ ვეუბნებით, იმიტომ რომ ის ადამიანების ჯგუფი არის ის დაჯგუფება, რომელიც ამ ყველაფერს გულშემატკივრობს,“- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კირცხალიას განცხადებით, ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ ორკესტრირებულად მუშაობენ, ცდილობენ, დაარტყან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას.

მისივე თქმით, ისინი კონკრეტული გაწერილი გეგმით მოქმედებდნენ და მოქმედებენ. „გადავხედოთ „ჰელსინკის კომისიის“ მონაწილეებს, პირველად ვინც ჩავიდა, მოწმეებად ვისაც იბარებენ. ხომ გახსოვთ ის მოწოდება, რომელიც გახმოვანებული, ღიად გამოვიდა ის ინსტრუქცია, რომელიც პირდაპირ გაწერილი იყო, თუ როგორ დავარტყათ ქვეყნის ეკონომიკას, ყველაზე ფარულ მათ მიზანს, ანუ ყველაზე ფარული მათი მიზანი ჩვენი ეკონომიკის წინააღმდეგ წვეთ-წვეთად – შავ ხვრელად მოხსენიება, ორკესტრირებულად, შეკრული მესიჯ ბოქსით ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე, თურმე რომ ჩვენ გამტარი ვართ, სანქციებს თავს ვარიდებთ, ვერცერთი ფაქტი ვერ დადეს კარგად გვახსოვს. ასე უტიფრად ამ ყველაფერს ამტკიცებდნენ და როგორ ჩამოვიდა ის სცენარი, სადაც ღიად ეწერა, რომ გაიფიცონ სასწრაფოს ექიმები, მძღოლები, გაჩერდეს დასუფთავების სამსახური, მოკლედ ეკონომიკური კოლაფსი. თითოეული განცხადება როგორ უნდა გაკეთებულიყო, რომელიც პირდაპირ დაარტყამდა ჩვენს ეკონომიკას. ნებისმიერი პოზიტიური ნაბიჯი, ეს იქნებოდა საგარეო ინვესტიცია, თუ რეინვესტირება ჩვენს ქვეყანაში ზრდადი ბიზნესი, ეკონომიკა, თუ ბიუჯეტი, აი ამ ყველაფრის დისკრედიტაცია ყველგან, ყველა საშუალებით, ყველა ქვეყანაში და ყველა ორგანიზაციაში, სადაც ამ ბინძურ აგენტურას მიუწვდებოდა ხელი,“- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ირაკლი კირცხალია„როდესაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები თანამდებობაზე გყავს უკრაინაში, რატომ გვიკვირს, რომ სადმე სარდაფში ჯარისკაცს ან ადამიანს აწამებენ“
  2. ირაკლი კირცხალია„ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა საზღაურია იმისთვის, რომ იგი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს არ თმობს, რათა საქართველო, როგორც უახლეს წარსულში, დღესაც მსხვერპლად შეწირულ ფიგურად არ იქცეს“
  3. ირაკლი კირცხალია„როდესაც სახელმწიფო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს იცავს, არ ემორჩილება გარე კარნახს, იმ ლიდერებისა და პარტიების წინააღმდეგ, ვინც ამ ყველაფერზეა პასუხისმგებელი, კამპანიები სხვადასხვა მიმართულებით იშლება - ამჯერად ეს აბსურდული იარლიყი „პრესის თავისუფლების მტაცებელია““
  4. ირაკლი კირცხალია„პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ღიმილისმომგვრელია, თუმცა, როგორც ჩანს, „დიფ სთეითის“ ლოგიკა ასეთია - რაც უფრო აბსურდული და დაუჯერებელია ბრალდება, მით უფრო დამაჯერებლად უნდა ჟღერდეს იგი“