ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ სოზარ სუბარი„დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ“ დღეს 36 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი2°C
  • ბათუმი8°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი4°C
  • ზუგდიდი5°C
  • თელავი1°C
  • გორი2°C
  • ახალციხე0°C
  • ოზურგეთი7°C
  • ამბროლაური−3°C
  • მესტია−10°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 12 ნოემბერი
  • USD2.5933−0.0003
  • EUR2.8895−0.0216
  • GBP3.4551−0.0284
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1299−0.0009
  • AZN1.5257+0.0001
  • 1000 AMD7.1944−0.0005
  • 10 UAH0.5718+0.0024
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ29 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ01:57
ირაკლი კირცხალია

განცხადება · 87 ნახვა

„მაია სანდუმ თავისი განცხადებით და ქმედებებით გააუქმა თავისი ქვეყანა და მის სუვერენიტეტი. ასეთი ადამიანი, როდესაც სუვერენულად დამოუკიდებელ ქვეყანაზე აკეთებს განცხადებას, უბრალოდ ანეკდოტური პასაჟია ეს ყველაფერი“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებაზე ისაუბრა, რომლის თქმითაც – “რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა”.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მაია სანდუ არის პრეზიდენტი, რომელიც საკუთარი განცხადებებით და ქმედებებით აუქმებს მოლდოვის სუვერენიტეტს.

„ცოტა კომიკურია ქალბატონი სანდუს მხრიდან, ახლო წარსულს რომ გადავავლოთ თვალი და არ წავიდეთ მის შორეულ განცხადებებსა და ქმედებებში, ეს არის ქალბატონი, რომელიც ოფიციალურად აუქმებს, მისი განცხადებებით და ქმედებებით გააუქმა თავისი ქვეყანა და მისი სუვერენიტეტი. ასეთი ადამიანი, როდესაც სუვერენულად დამოუკიდებელ ქვეყანაზე აკეთებს ასე განცხადებას, უბრალოდ ანეკდოტური პასაჟია ეს ყველაფერი. ძალიან კარგად ვხედავთ, ვინ არის და რა ძალას წარმოადგენს ის თავის ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ თავის ქვეყანაში მოვა დრო და მას და მისნაირ ძალებს, მათ პატრონებს, გაეცემათ შესაბამისი პასუხი, მხოლოდ განცხადებისთვის და არა მხოლოდ იმ ქმედებებისთვის, რასაც თავის ქვეყანას უკეთებს.“- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ირაკლი კირცხალია„სრულიად არგუმენტგამოცლილი, შეურაცხმყოფელი, არაფერზე დაფუძნებული ანგარიშია“
  2. ირაკლი კირცხალია„ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე ჩინეთთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერები როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ“
  3. ირაკლი კირცხალია„სურვილი გვაქვს ერთი - ეს აგენტურა უნდა მოსცილდეს ქართულ პოლიტიკურ ველს“
  4. ირაკლი კირცხალია„როდესაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები თანამდებობაზე გყავს უკრაინაში, რატომ გვიკვირს, რომ სადმე სარდაფში ჯარისკაცს ან ადამიანს აწამებენ“