პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია მაია სანდუზე: თითოეული მისი მოქალაქის პირადი ტრაგედიაა ის განცხადება, რაც გააკეთა ამ ქალბატონმა თავის ქვეყნის მიმართ და ეს უტიფარი მარიონეტი ბედავს და ჩემი ქვეყნისკენ იშვერს ხელს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომ „რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“.

კირცხალიამ ასევე გაიხსენა სანდუს ნათქვამი მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანების შესახებ და აღნიშნა, რომ თითოეული მისი მოქალაქის პირადი ტრაგედიაა ის განცხადება, რაც სანდუმ გააკეთა თავის ქვეყნის მიმართ და როგორი შეურაცხყოფაც მიაყენა მის მოქალაქეებს.

„მისი ეს განცხადება ქვეყნის პირველი პირისგან, თავი დავანებოთ როგორ არის არჩეული, რა ვითარებაშია დღეს ეს ქვეყანა, ყველა დემოკრატიული პრინციპის კუთხით, სასამართლოს კუთხით, კორუფციის, ეკონომიკური ზრდის კუთხით- ყველაფერს რომ თავი დავანებოთ თითოეული მისი მოქალაქის, პატრიოტი ადამიანის პირადი ტრაგედიაა ის განცხადება, რაც გააკეთა ამ ქალბატონმა თავის ქვეყნის მიმართ და როგორი შეურაცხყოფაც მიაყენა თითოეულ მის მოქალაქეს თავის ქვეყანაში და ეს ადამიანი, პირდაპირ ვიტყვი -უტიფარი მარიონეტი ბედავს და ჩემი ქვეყნისკენ იშვერს ხელს. ადამიანი, რომელიც თავის ქვეყანას, თავის ქვეყნის ისტორიას აყენებს ასეთ შეურაცხყოფას, ის რომ შენს და სხვა ქვეყანას მიაყენებს შეურაცხყოფას თან დავალებით, ამას არანაირი პოლიტიკური განმარტება არ სჭირდება“-განაცხადა კირცხალიამ გადაცემაში “იმედი LIVE”.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.