ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ არჩილ გორდულაძე„როდესაც პარტიები დოკუმენტურად ადასტურებენ, რომ მათი მიზანია კოალიციური მთავრობის შექმნა, ამასთან, გამორიცხავენ ჩვენი პარტიის მიერ ფორმირებულ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მონაწილეობას, ეს ადასტურებს, რომ ისინი როგორც ერთიანი ორგანიზმი ისე მოქმედებდნენ“ დღეს 25 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი7°C
  • გორი9°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია1°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 11 ნოემბერი
  • USD2.5936−0.0007
  • EUR2.9111+0.0070
  • GBP3.4835+0.0014
  • TRY0.0516−0.0001
  • 100 RUB3.1308−0.0176
  • AZN1.5256−0.0005
  • 1000 AMD7.1949+0.0085
  • 10 UAH0.5694−0.0013
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ11 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ14:23
ზაალ ანჯაფარიძე

განცხადება · 128 ნახვა

მიტროპოლიტ იობის განცხადებაზე

„ღია ტექსტით ხელისუფლების შეცვლის მოწოდება მაღალი რანგის სასულიერო პირისგან სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში სიტუაციის კიდევ ერთხელ ადუღების მცდელობა“

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიტროპოლიტ იობის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, „დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება“ და „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ამ ხელისუფლებამ თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურა“.

ანჯაფარიძის შეფასებით, ძალიან გაუჭირდათ იქითა ბანაკში და მათი აზრით უფრო წონიანი "ავტორიტეტების" გამოგორება დაიწყეს. მისივე თქმით, სად უნდა ეძებნათ ასეთები სხვაგან, თუ არა სასულიერო პირთა რიგებში.

„ძალიან გაუჭირდათ იქითა ბანაკში და მათი აზრით უფრო წონიანი "ავტორიტეტების" გამოგორება დაიწყეს. სად უნდა ეძებნათ ასეთები სხვაგან, თუ არა სასულიერო პირთა რიგებში.

ღია ტექსტით ხელისუფლების შეცვლის მოწოდება მაღალი რანგის სასულიერო პირისგან სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში სიტუაციის კიდევ ერთხელ ადუღების მცდელობა. დესერტად სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა.

მიტროპოლიტს არ აწყენდა საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციის გაცნობა და ასევე სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონკორდანტის გახსენება.“ - წერს ანჯაფარიძე.

ზაალ ანჯაფარიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ზაალ ანჯაფარიძე„საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ ხიდაშელის & Co ანტი-ჩინური კამპანია საბოლოოდ ჩავარდა“
  2. ზაალ ანჯაფარიძე„მათი ტონი შედარებით შერბილებულია და რჩება შთაბეჭდილება, რომ აპირებენ არსებული მდგომარეობა გაყინონ და მომავალ არჩევნებს დაელოდონ“
  3. ზაალ ანჯაფარიძე„სხვა ვინ უნდა ამოერჩიეთ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, თურმე მოგებას ნახულობდა, როდესაც ხელფასებს უხდიდა და აღჭურვილობას ყიდულობდა იმათთვის, ვისაც მაშინ სახელმწიფო ვერ წვდებოდა“
  4. ზაალ ანჯაფარიძე„ნაცმოძრაობის რეჟიმმა ის არ მოკლა, მაგრამ ხანგრძლივი ტანჯვისთვის გაწირა“