პოლიტიკა

ევროკომისარმა მარტა კოსმა კვლავ მოუწოდა სერბეთს, გადახედოს სასამართლო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს და განაცხადა, რომ არ ესმის, რატომ დგამს ბელგრადი ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ევროკავშირში წევრობისგან აშორებს

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სერბეთს, გადახედოს სასამართლო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს და განაცხადა, რომ არ ესმის, რატომ დგამს ბელგრადი ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც მას ევროკავშირში წევრობისგან აშორებს. ინფორმაციას სერბეთის მაუწყებელი RTS ავრცელებს.

ევროკომისარს მიაჩნია, რომ სერბეთის მხრიდან ეს უკან გადადგმული ნაბიჯია და ის საპირისპირო მიმართულებით მიდის. 

მედიის მიერ გავრცელებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ კოსმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სერბეთის ეროვნულ ასამბლეას, რაც შეიძლება სწრაფად გადახედოს სასამართლო კანონმდებლობაში მიღებულ ცვლილებებს და ისინი ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. „ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ სერბეთი ევროკავშირის წევრი გახდეს და ამაზე მუშაობას არ შევწყვეტთ“, – დასძინა კოსმა.

როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, „როდესაც ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის კანდიდატია, და სერბეთი ასეთად მიიჩნევა, ჩვენ ველით, რომ ის ევროპული ღირებულებების შესაბამისად მოიქცევა. ეს სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან ცვლილებები ძალიან სწრაფად, გაუმჭვირვალედ და ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე იქნა მიღებული“. 

ევროკომისარმა ასევე განაცხადა, რომ გაფართოების პროცესში ახალი დინამიკა შეინიშნება, რომელშიც ალბანეთი და მონტენეგრო ნამდვილად სწრაფად მიიწევენ ევროკავშირში წევრობისკენ, ხოლო სერბეთი საპირისპირო მიმართულებით მიდის. 

„გულწრფელად რომ ვთქვა, არ მესმის, რატომ ხდება ეს, მაგრამ ეს ისეთი რამაა, რისი ნახვაც ჩვენ არ გვინდა“, – განაცხადა კოსმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.