პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ზუსტად ისეთივე სარწმუნოა „ჰელსინკის კომისიის“ შედეგები, როგორც ამ კომისიის მოსმენის გადადების მიზეზი

ზუსტად ისეთივე სარწმუნოა „ჰელსინკის კომისიის“ შედეგები, როგორც მიზეზი ამ კომისიის მოსმენის გადადებისა – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე “ჰელსინკის კომისიაზე” დაგეგმილი მოსმენის უამინდობის მიზეზით გადადებასთან დაკავშირებით საუბრისას.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, „ჰელსინკის კომისიის“ არსის გააზრების შემდეგ შეუძლებელი ხდება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სერიოზული განცხადების გაკეთება.

„სარწმუნოობაზე როდესაც ვსაუბრობთ, სიმართლეზე, ობიექტურობაზე და აქ მოგვყავს „ჰელსინკის კომისია“, კარგად გავიხსენოთ ის ფიგურანტები, რომლებიც იყვნენ დამბეზღებლები, ზოგი ეთნიკურად ქართველი და ზოგი არაქართველი ამ კომისიაზე. ზოგადად „ჰელსინკის კომისიის“ არსი რომ გავიაზროთ სერიოზული განცხადების გაკეთება შეუძლებელია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ამ კომისიის ზოგადად მუშაობა, მათი დასკვნები, თითოეული გაჟღერებული ფრაზა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ეთნიკურად ქართველი მოღალატეების და მათივე პატრონების მხრიდან, რომლებიც ადიუტანტებად ახლდნენ ალბათ აშშ-ში, ერთია, რომ შეურაცხმყოფელია და მეორე, ზუსტად ის დამოკიდებულება გვაქვს, როგორი მიზეზითაც გადაიდო ჰელსინკის კომისიის „მესამე რაუნდი“ “,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ის, რომ Amnesty International-ი თაღლითობის გზაზე იყო დამდგარი, ჯერ კიდევ 2023 წელს გამოჩნდა, როდესაც ის სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნის უცხოურ დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩაერთო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.