ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ვაშინგტონში ექიმმა საკუთარ სახლში გაჩენილი შავი ობის გამო სროლა მოაწყო დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი11°C
  • ბათუმი17°C
  • ქუთაისი15°C
  • რუსთავი13°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი13°C
  • გორი11°C
  • ახალციხე9°C
  • ოზურგეთი19°C
  • ამბროლაური9°C
  • მესტია7°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 14 ნოემბერი
  • USD2.5934−0.0001
  • EUR2.8649−0.0144
  • GBP3.4287−0.0144
  • TRY0.0515−0.0001
  • 100 RUB3.1540+0.0199
  • AZN1.5258−0.0001
  • 1000 AMD7.1947+0.0097
  • 10 UAH0.5708−0.0002
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ30 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ11:00
დავით ქართველიშვილი

განცხადება · 132 ნახვა

„მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებაზე

„როგორც კი თბილისი აჩვენებს სურვილს აწარმოოს დამოუკიდებელი პოლიტიკა, მის წინააღმდეგ ამოქმედდება ზეწოლის კარგად დამუშავებული ინსტრუმენტები“

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ეუთო-ს 24 ქვეყნის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საქართველოში ადამიანის უფლებათა გაუარესებული მდგომარეობის შესასწავლად ამოქმედდა „მოსკოვის მექანიზმი“.

მისი თქმით, „მოსკოვის მექანიზმი“ საქართველოს მიმართ, როგორც დაუმორჩილებელი ქვეყნის დასასჯელად ამოქმედდა.

„იანვრის ბოლოს 24 სახელმწიფოსგან შემდგარმა ჯგუფმა (მათ შორის დიდი ბრიტანეთის, კანადის და გერმანიის მონაწილეობით) ოფიციალურად დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ გამოყენება. სახელწოდებიდანაც ჩანს ამ პროცესის “რუსული პარანოია”. ეს არის საგანგებო პროცედურა, რომელიც საშუალებას აძლევს საერთაშორისო ექსპერტებს, ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესასწავლად ქვეყანაში შევიდნენ იმ სახელმწიფოს თანხმობის გარეშე, რომლის წინააღმდეგაც მექანიზმი ამოქმედდა.

ფორმალურად ეს ნაბიჯი დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ არის მიმართული. რეალურად კი, იშვიათი და მკაცრი პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია, რომელიც შერჩევითად გამოიყენება და თითქმის არასოდეს ეხება დასავლური ბირთვის ქვეყნებს, პრინციპიდან – “აბა, ჩემს შვილს ხომ არ მოვჭრი თავსაო”.

საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურება არ არის ადამიანის უფლებებზე ზრუნვის ისტორია. ეს არის მისი დაუმორჩილებლობისთვის დასჯა. ბოლო წლებში დასავლეთმა ჩამოაყალიბა ქცევის სტაბილური მოდელი: ქვეყნები, რომლებიც ინარჩუნებენ სუბიექტობას (მათგან განსხვავებით), მარილივით არ იშლებიან ევროატლანტიკურ ბიუროკრატიულ კონსენსუსში და უარს ამბობენ ვასალის როლზე, ავტომატურად ხვდებიან „პრობლემური დემოკრატიების“ კატეგორიაში. საქართველო სწორედ ამ კატეგორიაში მოექცა. ამჯერადაც ფორმალური საბაბი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი “ბაიდენიზმებია” – „ადამიანის უფლებების დარღვევების მიმართ აღშფოთებული შეშფოთებაა“ და “დემოკრატიის უკუსვლა”. თუმცა თუ შევადარებთ რეალურ პრაქტიკას საქართველოში და იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენზე ზეწოლას ინიცირებენ, აშკარა ხდება: ჩვენთან არ არსებობს ადამიანის უფლებების დარღვევის არც მასშტაბური და არც ხარისხობრივად მრავალჯერადი უპირატესობა. დემონსტრაციების ძალისმიერი დაშლა, უკიდურესი სისასტიკე, პრევენციული დაკავებები, საპროტესტო აქტივობისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა, საბანკო ანგარიშების გაყინვა, შეკრებების აკრძალვა და სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლა – ეს ყველაფერი სრულად გვხვდება თავად დასავლურ “დემოკრატიებშიც”. განსხვავება მხოლოდ ერთია – “მოსკოვის მექანიზმები” მათ საკუთარ თავზე არ ვრცელდება. მთავარი განსხვავება ასევე დემოკრატიის ხარისხში კი არა, პოლიტიკურ სტატუსშია. დასავლეთის ქვეყნები არიან მათი “კუკლავოდების” ხელში ინსტრუმენტები, რომლებიც წესებს ადგენენ ურჩი ვასალების სუბიექტობისა და სუვერენიტეტის ჩასახშობად. საქართველო კი, მათი ლოგიკით, არის ობიექტი, რომელიც დანარჩენებს ცუდ მაგალითს აძლევს.

როგორც კი თბილისი აჩვენებს სურვილს აწარმოოს დამოუკიდებელი პოლიტიკა, დააბალანსოს ინტერესები, აირიდოს უცხო კონფლიქტებში ჩათრევა და არ მოაწეროს ხელი ყოველ გარე მოთხოვნას, მის წინააღმდეგ ამოქმედდება ხოლმე ზეწოლის კარგად დამუშავებული ინსტრუმენტები: რეზოლუციები, ანგარიშები, „შეშფოთებები“, მონიტორინგები და საბოლოოდ – კვაზი-სანქციური მექანიზმები. ამ კონტექსტში „მოსკოვის მექანიზმი“ არის არა იურიდიული, არამედ გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი. მისი მიზანი კონკრეტული დარღვევების გამოსწორება კი არა, არამედ პოლიტიკური ნების გატეხვაა. ეს არის სიგნალი ელიტებისა და საზოგადოებისთვის. სუვერენიტეტს აქვს ფასი და ეს ფასი იზრდება წინააღმდეგობის ზრდასთან ერთად. ამავე დროს, დასავლეთის ქვეყნების შიდა სივრცეში მიღებული ანალოგიური ან უფრო მკაცრი გადაწყვეტილებები არ ხდება საერთაშორისო გამოძიების საგანი, რადგან იქ მოქმედებს პოლიტიკური იმუნიტეტის დაუწერელი პრინციპი. უბრალოდ, მორიგ ჯერზე გვაოცებს, გაკოტრების გზაზე მყოფ დასავლურ “დემოკრატიას” ჯიუტად როგორ სცალია ჩვენთვის. თუმცა, მათ ვიღა ეკითხება რამეს. და აქედან გამომდინარე დასკვნა – ჩვენ სწორ გზაზე ვდგევართ,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

დავით ქართველიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დავით ქართველიშვილი„ოპოზიციის წარმომადგენლებს ავიწყდებათ მთავარი, საქართველოს ხელისუფლებასაც რომ გაეზიარებინა ის მოთხოვნები, რომლებსაც დასავლეთი უყენებდა, ირაკლი კობახიძესაც წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ, ფოტოებსაც გადაიღებდნენ და ღიმილითაც შეხვდებოდნენ, მაგრამ რა იქნებოდა ამის ფასი?“
  2. დავით ქართველიშვილი„მღვდელმთავარი, რომლის ეპარქიის გარშემოც ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეები სროლებთან, სასოფლო-სამეურნეო მიწების მიტაცებასთან, ხელს უწვდის სააკაშვილის პოლიტიკურ ძალას, რომელიც თავად ამხელდა მას. ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდებით მიტროპოლიტი იობი არა ქრისტიანულ მცნებებს, არამედ საკუთარ დაუსჯელობასა და კონტროლირებადი შეიარაღებული ავტონომიის შენარჩუნების უფლებას იცავს“
  3. დავით ქართველიშვილი„ირანის მიერ ერთდროულად სამი მიმართულებით განხორციელებულმა პოლიტიკურმა დარტყმამ - ისრაელისა და აშშ-ს შემდეგ - სომხეთში „ტრამპის დერეფანსაც" თბილისში „ბუშის ქუჩის" მნიშვნელობა შესძინა“
  4. დავით ქართველიშვილი„ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში ქართული კვალი და თბილისის წინააღმდეგ მორიგი მორალური სანქციების პაკეტი შემოიღოს- გაზი ამით არ გაიაფდება, სამაგიეროდ, ევროპული პრინციპულობის შესახებ მორიგი შესანიშნავი ანგარიში დაიწერება“