პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი უნივერსიტეტების გაერთიანებაზე: გვექნება უფრო ძლიერი, დიდი უნივერსიტეტი, უკეთ გამოჩნდება მსოფლიო რეიტინგებში, უფრო მეტ შანსს მისცემს ახალგაზრდებს, საქართველოში დარჩნენ და განვითარდნენ. ეს არის ნაბიჯი იმისკენ, რომ განათლება მოერგოს 21-ე საუკუნეს და არა საბჭოთა სტრუქტურებს

ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი უნივერსიტეტების გაერთიანებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება რეალურად ძალიან კარგი შანსი იყოს ქვეყნისთვის. მისი თქმით, გაერთიანება ნიშნავს, რომ სტუდენტს და მკვლევარს ექნება მეტი არჩევანი, მეტი შესაძლებლობა და ნაკლები ბიუროკრატია.

“ბევრი სტატუსი შემხვდა TSU-სა და STU-ს გაერთიანებაზე, ხშირად მხოლოდ ყალბ ემოციებზე დაფუძნებული, მაგრამ ცოტა რომ დავწყნარდეთ და რაციონალურად, ცივად შევხედოთ, ეს გადაწყვეტილება შეიძლება რეალურად ძალიან კარგი შანსი იყოს ქვეყნისთვის. ერთ მხარეს არის TSU, ძლიერი მეცნიერება, თეორია, ფუნდამენტი. მეორე მხარეს STU, ინჟინერია, ტექნოლოგიები, პრაქტიკა. და ახლა კითხვა: რატომ უნდა იყოს ეს ყველაფერი სხვადასხვა უნივერსიტეტში? გაერთიანება ნიშნავს, რომ სტუდენტს და მკვლევარს ექნება მეტი არჩევანი, მეტი შესაძლებლობა და ნაკლები ბიუროკრატია. მეტი რესურსი წავა ლაბორატორიებზე, კვლევებზე, სტიპენდიებზე და არა დუბლირებულ ადმინისტრაციებზე. გვექნება უფრო ძლიერი, დიდი უნივერსიტეტი: უკეთ გამოჩნდება მსოფლიო რეიტინგებში უფრო მეტ შანსს მისცემს ახალგაზრდებს, საქართველოში დარჩნენ და განვითარდნენ. ამავდროულად შეგახსენებთ რომ გივი მიქანაძის თქმით, გაერთიანების შემდეგ ნარჩუნდება სახელი: თსუ (ისევე როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ეს არის ნაბიჯი იმისკენ, რომ განათლება მოერგოს 21-ე საუკუნეს და არა საბჭოთა სტრუქტურებს და არაა საჭირო ყველაფერზე ფსევდოპატრიოტული გრძნობების ყალბად ფრქვევა- წერს ლიზა გეგეჭკორი Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.