პოლიტიკა

მოლდოველი პოლიტიკოსი ვლადიმერ ოდნოსტალკო: მოლდოვა დემოგრაფიულ კრიზისს და სიღარიბის ზრდას განიცდის, თუმცა მთავრობა დუმს და არანაირ ქმედებას არ გვთავაზობს

მოლდოვა დემოგრაფიულ კრიზისს და სიღარიბის ზრდას განიცდის, თუმცა მთავრობა დუმს და არანაირ ქმედებას არ გვთავაზობს-, განაცხადა მოლდოვის პარლამენტის წევრმა სოციალისტური პარტიიდან, ვლადიმერ ოდნოსტალკომ.

“სრულ დუმილს ვხედავთ. პრემიერ-მინისტრი გაქრა, შესაბამისი სამინისტროები კი – სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანდაცვის – დუმან. არანაირი განცხადება არ გაკეთებულა, საზოგადოებისთვის 2026 წლის გეგმების დეტალური აღწერის გეგმები არ ყოფილა წარდგენილი და ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემებიც კი არ განუხილავთ. ეს არის რეალობა, რომლის ატანა შეუძლებელია“, – განაცხადა ოდნოსტალკომ ბრიფინგზე.

პარლამენტარმა გაიხსენა, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მოლდოვაში ყოველი მესამე ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში სიღარიბის მაჩვენებელი 47%-ს აღწევს. უფრო მეტიც, პოლიტიკოსის თქმით, 2025 წელს მოლდოვაში ყოველ ათას მოსახლეზე მხოლოდ 9.02 ბავშვი დაიბადება – ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

„ეს არის PAS-ის (მმართველი მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია – რედ.) შედეგები, ეს არის (მოლდოვას პრეზიდენტის – რედ.) მაია სანდუს შედეგები. ჩვენ არა მხოლოდ არ ვვითარდებით, არამედ ვქრებით. ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანამ მოსახლეობის თითქმის 14% დაკარგა… დღეს მოსახლეობის 15.4% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, საარსებო მინიმუმი 3,050 ლეია (181.40 აშშ დოლარი – რედ.), რომლის გადახდა ქვეყნის მესამედს არ შეუძლია“, – ხაზი გაუსვა პარლამენტის წევრმა.

ოდნოსტალკომ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ინფლაციამ 69%-ს მიაღწია, ხოლო კომუნალური და საკვების ტარიფები სულ მცირე გაორმაგდა. მან განაცხადა, რომ სოციალისტურმა ფრაქციამ უკვე მოამზადა კონკრეტული გადაწყვეტილებები დემოგრაფიული კრიზისის დასაძლევად და სიღარიბის შესამცირებლად, რომლებიც პარლამენტს მომავალ კვირას წარედგინება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.