განცხადება · 166 ნახვა
„უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგ სინამდვილეში გამოდიოდნენ არა ეს პოლიტიკური „ენჯეოები“, რომლებიც თითქოს წინა პლანზე იდგნენ, არამედ მათი დამფინანსებლები, დონორები და საერთაშორისო ორგანიზაციები“
ასეთი პასუხის მოწერას საერთოდ რომ გაჩუმებულიყვნენ, ალბათ, ის ჯობდა, ვინაიდან ფაქტობრივად, კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინეს და უფრო მეტად დაადასტურეს, რომ როგორც ჩანს, დასამალი მათაც ბევრი რამ აქვთ, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
იგი ამგვარად გამოეხმაურა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ „ქრონიკის“ კითხვაზე გაცემულ პასუხს.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„სინამდვილეში როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გამჭვირვალობის პრინციპის წინააღმდეგ მოქმედებენ გარკვეული ძალები, რა თქმა უნდა, ამ ეგზალტირებული „ენჯეოების“ ნაცვლად არიან მათი დონორები. დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგ სინამდვილეში გამოდიოდნენ არა ეს პოლიტიკური „ენჯეოები“, რომლებიც თითქოს წინა პლანზე იდგნენ, არამედ მათი დამფინანსებლები, დონორები და საერთაშორისო ორგანიზაციები”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
„იმედის“ მიერ გაგზავნილ კითხვაზე დანიის საელჩომ „ქრონიკა“ სამინისტროსთან გადაამისამართა, სამინისტრომ კი ასეთი ბუნდოვანი პასუხი გასცა.
რატი იონათამიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- რატი იონათამიშვილი„საერთაშორისო პარალიმპიური საზოგადოება ენდობა საქართველოს, ხედავს იმ პროგრესს, რაც არის ჩვენს ქვეყანაში. პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა არის საუკეთესო ინვესტიცია უკეთესი ინკლუზიური საზოგადოების ასაშენებლად“
- რატი იონათამიშვილი„პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან იყო ისტორიული და საამაყო მომენტი ჩვენი ქვეყნის თითოეული პატრიოტისთვის“
- რატი იონათამიშვილი„ბელადი სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც, ფაქტობრივად, საქართველოს დაარსებას იჩემებს, არც ბიძინა ივანიშვილი და არც “ქართული ოცნების” რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა“
- რატი იონათამიშვილი„ცნობილი ხდება, რომ ბიზნესმა აფხაზეთში რამდენიმე ცისტერნით საწვავი შეიტანა. ცხადია, ეს ყველაფერი მოხდა საქართველოს სუვერენიტეტის და კანონმდებლობის სრული დაცვით – რა ხდება ამის შემდეგ? უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, საქართველო, მათი ფორმალური სამშობლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადეს“
