პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე მონაწილეობას მიიღებს პარტია „თავისუფლების მოედნის“ ღონისძიებაში.

სეფაშვილმა განაცხადა, რომ განათლების რეფორმის გარშემო მიმდინარე პროცესები პოლიტიკურ ნიშნებს ატარებს: „განათლების სისტემაში მიმდინარეობს ძირეული რეფორმები და, რა თქმა უნდა, სავსებით ბუნებრივია აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ, ჩვენ რასაც ვხედავთ, პროცესები აშკარად მიდის პოლიტიკური ნიშნით“ – ხაზი გაუსვა ეკა სეფაშვილმა.

მან თქვა ისიც, რომ ნინო დობორჯგინიძე აქტიურობდა გამჭვირვალობის კანონზეც, რომელიც პირდაპირ ეხმიანება ქვეყნის ეროვნულ ინტერესს.

„განათლების სისტემაში მიმდინარეობს ძირეული რეფორმები და, რა თქმა უნდა, სავსებით ბუნებრივია აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ, ჩვენ რასაც ვხედავთ, პროცესები აშკარად მიდის პოლიტიკური ნიშნით. ეს არის ქალბატონი, რომელიც ცდილობს, აკადემიური საზოგადოებისა და სტუდენტების ჩართვას იმ საკითხებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პროცესებში, რომლებიც პირდაპირ ეხება საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს. მაგალითად, გვახსოვს მისი გამოსვლები გამჭვირვალობის კანონზე, რომელიც პირდაპირ ეხმიანება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის ბოლო მიმართვის შემდეგ კიდევ უფრო განმიმტკიცდა მის მიმართ პატივისცემა, განსაკუთრებით დასაფასებელია ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი შეხედულებების დაცვა მაშინაც კი, როდესაც ეს საზოგადოებრივი კრიტიკისა და პიროვნული თავდასხმების სამიზნედ აქცევს

პოლიტიკა

მარჩინ როსოლოვსკი: სწორედ ვარშავაში და არა თბილისში იყენებს პრემიერ-მინისტრი სკოლის ტრაგედიას, რათა აიძულოს პარლამენტი მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ინტერნეტ ცენზურას შემოიღებს რეალური სასამართლო ზედამხედველობის გარეშე

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.