პოლიტიკა

ევროპელი ლიდერების ინიციატივაზე, დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან: უნებურად გვახსენდება, როგორ ამუნათებდნენ საქართველოს იმისთვის, რომ არ შევწყვიტეთ ორმხრივი ვაჭრობა რუსეთთან, ისევ და ისევ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, ეკა სეფაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა ლატვიისა და ესტონეთის ლიდერების ინიციატივას, დაიწყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. სეფაშვილის აზრით, ღიმილისმომგვრელია ფაქტი, რომ ევროპელი ლიდერებისთვის ახლა გახდა რუსეთი ევროპის ნაწილი და ზოგიერთი მათგანი მზადაა, თავად ჩართოს მოლაპარაკებებში: „ღიმილისმომგვრელია ზოგიერთი ევროპელი მაღალჩინოსნის განცხადება, თითქოს მზად არიან თავად იყვნენ წარგზავნილნი რუსეთთან დიალოგის დასაწყებად“ – განაცხადა სეფაშვილმა.

მისი აზრით, ევროპელების მსგავსი განცხადებები გვესმის იმის ფონზე, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს „ამუნათებდნენ“ რუსეთთან ორმხრივი ვაჭრობის გაგრძელების გამო.

„რა თქმა უნდა, აუცილებელია ომის მონაწილეებს შორის სწორედ დიალოგის გზით მოხდეს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა და არ იყოს ეს დაკავშირებული საომარ მოქმედებებთან. თუმცა, ღიმილისმომგვრელია ევროპელების განცხადებები რუსეთთან დაკავშირებით – რომ ახლა გახდა რუსეთი ევროპული ქვეყანა და საჭიროა მასთან დიალოგი. ასევე, ღიმილისმომგვრელია ზოგიერთი ევროპელი მაღალჩინოსნის განცხადება, თითქოს მზად არიან თავად იყვნენ წარგზავნილნი რუსეთთან დიალოგის დასაწყებად. უნებურად გვახსენდება, თუ როგორ ამუნათებდნენ საქართველოს მხოლოდ იმის გამო, რომ არ შევწყვიტეთ ორმხრივი ვაჭრობა რუსეთთან, ისევ და ისევ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“ – თქვა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის ბოლო მიმართვის შემდეგ კიდევ უფრო განმიმტკიცდა მის მიმართ პატივისცემა, განსაკუთრებით დასაფასებელია ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი შეხედულებების დაცვა მაშინაც კი, როდესაც ეს საზოგადოებრივი კრიტიკისა და პიროვნული თავდასხმების სამიზნედ აქცევს

პოლიტიკა

მარჩინ როსოლოვსკი: სწორედ ვარშავაში და არა თბილისში იყენებს პრემიერ-მინისტრი სკოლის ტრაგედიას, რათა აიძულოს პარლამენტი მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ინტერნეტ ცენზურას შემოიღებს რეალური სასამართლო ზედამხედველობის გარეშე

პოლიტიკა

მარჩინ როსოლოვსკი: არა საქართველოში, არამედ პოლონეთში, პოლიტიკურად კონტროლირებადი პროკურატურა ადანაშაულებს პროკურორს, რომელმაც გაბედა კორუფციის ბრალდების წაყენება პრემიერ-მინისტრ ტუსკის კოლეგის წინააღმდეგ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.