პოლიტიკა

“ფიზიკურ პირს, იქნება ეს იურიდიული პირის დამფუძნებელი თუ დირექტორი, რა თქმა უნდა, შეეძლება რომ საკუთარი აზრი გამოხატოს, მაგრამ იურიდიული პირი, იურიდიული პირის სახელით, პოლიტიკურ აქტივობაში ვერ ჩაერთვება” – არჩილ გორდულაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ “ღამის კურიერის” ეთერში “გრანტების კანონის” შესახებ ისაუბრა. გორდულაძემ აღნიშნა, რომ ფიზიკურ პირს შეეძლება როგორც პოლიტიკური აზრის გამოხატვა, ისე პარტიის დაფინანსება, – თუნდაც ეს ფიზიკური პირი იურიდიული პირის დამფუძნებელი ან თანამშრომელი იყოს, თუმცა თავად იურიდიულ პირს პოლიტიკურ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა არ ექნება.

“სკოლაშიც კი ისწავლება ზოგადი ცოდნის გაღრმავებისა და მიღების კუთხით, რომ არსებობს ფიზიკური პირი, როგორც ცალკე სუბიექტი და არსებობს იურიდიული პირი, როგორც ცალკე სუბიექტი. იურიდიულ პირს თავისი პასუხისმგებლობები აქვს, ფიზიკურ პირს – თავისი. მაგალითად, კომპანიას არ აქვს შესაძლებლობა, რომ პარტია დააფინანსოს, მაგრამ მის დამფუძნებელს, რომელსაც დივიდენდის, მოგების სახით შეიძლება თანხა ჰქონდეს მიღებული და ეს უკვე მისი საკუთრებაა და არა მეწარმე იურიდიული პირის, შეუძლია დააფინანსოს ნებისმიერი პარტია, შემოწირულება განახორციელოს.

იგივე მოცემულობაა ამ შემთხვევაშიც – არავითარი განსხვავებული ლოგიკა აქ არ მოქმედებს. ფიზიკურ პირს – იქნება ეს იურიდიული პირის დამფუძნებელი, დირექტორი თუ ნებისმიერი თანამშრომელი, რა თქმა უნდა, შეეძლება, რომ საკუთარი აზრი გამოხატოს კანონით გათვალისწინებული წესით, – ანუ ისე, რომ სხვისი უფლება არ შელახოს, მაგრამ იურიდიული პირი, იურიდიული პირის სახელით, პოლიტიკურ აქტივობაში ვერ ჩაერთვება,” – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის ბოლო მიმართვის შემდეგ კიდევ უფრო განმიმტკიცდა მის მიმართ პატივისცემა, განსაკუთრებით დასაფასებელია ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი შეხედულებების დაცვა მაშინაც კი, როდესაც ეს საზოგადოებრივი კრიტიკისა და პიროვნული თავდასხმების სამიზნედ აქცევს

პოლიტიკა

მარჩინ როსოლოვსკი: სწორედ ვარშავაში და არა თბილისში იყენებს პრემიერ-მინისტრი სკოლის ტრაგედიას, რათა აიძულოს პარლამენტი მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ინტერნეტ ცენზურას შემოიღებს რეალური სასამართლო ზედამხედველობის გარეშე

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.