პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს

საპარლამენტი პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან ისაუბრა მის მიერ საკანონმდებლო ორგანოს საგაზაფხულო სესიაზე გაკეთებულ განცხადებაზე – „ახლად არჩეულ საკრებულოებსა და მერებს მეტი დამოუკიდებლობა უნდა მივცეთ და მათი მისაღები გადაწყვეტილებები სადღაც სხვაგან არ უნდა მიიღებოდეს.“ – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, საკრებულო ხალხის მიერ არის არჩეული, ისევე, როგორც მერი და თუ მათ ენდობა ხალხი, რატომ არ უნდა ენდობოდეს ხელისუფლება.

„ეს რომ პრობლემაა, სწორედ ამიტომ დავიწყე ამ თემაზე საუბარი. დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს. რა თქმა უნდა, ცენტრალიზებულ მართვას აქვს თავისი წესი, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, ჩემთვის მიუღებელია. ვთვლი, რომ შეცდომაა, მერები და საკრებულოები რომ ვერ ღებულობენ, იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც თავად უნდა მიიღონ და ძირითად ეს გუბერნიების გავლით ხდება, რაც ვფიქრობ, არასწორია. ყოველივე ეს აფერხებს გადაწყვეტილებების მიღებას და ხელს უშლის სწრაფ განვითარებას, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე სოციალური პროექტების მხრივ. საკრებულო არის არჩეული ორგანო, მერი კი არჩეული პოლიტიკური თანამდებობის პირი და ვფიქრობ, თუ მათ ხალხი ენდობა, რატომ არ უნდა ვენდობოდეთ ჩვენ. ასე რომ, მათ სჭირდებათ დამოუკიდებლობა – სწრაფი გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია იმისათვის, რომ ხალხმა მიიღოს ის, რაც სჭირდება, მოგვარდეს პრობლემა და ა.შ.“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა