განათლება

თსუ-ის რექტორი ჯაბა სამუშია მის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან თანამდებობა დატოვა.

როგორც მან განაცხადა, თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის ინტერპრეტაცია.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია თსუ-ის რექტორის, ჯაბა სამუშიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ.

მანამდე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, თამარ ბელქანიამ განაცხადა, რომ თსუ-ის რექტორი აპირებს, ორი უნივერსიტეტის გაერთიანების შემთხვევაში, თანამდებობიდან გადადგეს.

როგორც ბელქანია „ფეისბუქზე“ წერს, თსუ-ის რექტორმა ამის შესახებ გუშინ, მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა