პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი – მიხეილ ყაველაშვილს ხელს ართმევენ, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, გახარიას კი მხოლოდ მართლმსაჯულებისთვის ხელის ჩამორთმევის პერსპექტივა აქვს, ეტყობა, ამის გამო არიან დაბოღმილები

x

არასოდეს გვითქვამს, რომ ჩვენი თვითმიზანი ვინმესთვის ხელის ჩამორთმევა ან საერთაშორისო ორგანიზაციებში შესვლაა. გახარიას და მისი პარტიის წევრების აზროვნების კონტროლს ვერ განვახორციელებთ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი გამოეხმაურა, „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ გიორგი შარაშიძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის რა მოლოდინი უნდა მქონდეს? წარმოუდგენელია, ოლიმპიური თამაშების გახსნაზე ადამიანმა ამდენი რამის თქმა მოასწროს, ეს არ იყო შეხვედრა, ეს იყო ხელის ჩამორთმევა“.

„გახარიას ვინ რა უნდა დაიჯეროს, კაცი, ვერ ვნახეთ, ვერც ფიზიკურად და უკვე აღარც ვიდეოჩართვები აქვს. უკვე ისიც აღარ ვიცით,  არსებობს თუ არა გახარია, უჩინარი კაცი რაღაცაზე საუბრობს. არასოდეს გვითქვამს, რომ ჩვენი თვითმიზანი ვინმესთვის ხელის ჩამორთმევა ან საერთაშორისო ორგანიზაციებში შესვლაა. გახარიას და მისი პარტიის წევრების აზროვნების კონტროლს ვერ განვახორციელებთ, დასკვნა მათმა ამომრჩეველმა გააკეთოს. მიხეილ ყაველაშვილს ხელს ართმევენ და ესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, ხოლო გახარიას თავისი საქციელიდან მხოლოდ იმის პერსპექტივა აქვს, რომ მართლმსაჯულებას ჩამოართვას ხელი. ეტყობა, ამ რეალობის გამო არიან დაბოღმილები“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა