პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას აქვს ძალიან ნეგატიური მემკვიდრეობა საქართველოსთან მიმართებაში და სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ცალსახად განაცხადა, რომ ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს და საქართველოსთან ურთიერთობები უნდა წამოიწიოს აშშ-ის დღის წესრიგში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იტალიაში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფარგლებში, აშშ-ის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა. 

ბოჭორიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში ვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგმება აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით. 

„მქონდა შესაძლებლობა, მილანის ოლიმპიადის გახსნის ფარგლებში, გავსაუბრებოდი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ერთი რამ, რაც ცხადია და გაცნობიერებულია, არის ის, რომ ახალ ადმინისტრაციას აქვს ძალიან ნეგატიური მემკვიდრეობა საქართველოსთან მიმართებაში, რაც დახვდათ და სახელმწიფო მდივანმა ცალსახად განაცხადა, რომ ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს და საქართველოსთან ურთიერთობები გარკვეულწილად უნდა წამოიწიოს აშშ-ის დღის წესრიგში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგმება აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების  და შემდგომ უკვე იმ საკითხების განსახილველად, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. ჩვენ გვსურს სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან. სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დატვირთული იქნება შინაარსით ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით“-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე ევროკავშირის მიერ რუსული კომპანიის სანქციების სიიდან ამოღებაზე: ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის. ეს არის წესების სისტემა, სადაც „სანქცია“ სხვისთვისაა, „გამონაკლისი“ – საკუთარი თავისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველოს ტრადიციულ საზოგადოებას „ევროპულ ღირებულებებს“ უკითხავს ლგბტ აქტივისტი ევროპარლამენტარი ლუკას შიფერი, ხელისუფლებას ეუბნება: „თქვენ მოკვდებით“ და ევროკრატებს ჰგონიათ, რომ ასეთი გზავნილებითა და პერსონაჟებით ქართველთა გულის მოგებას შეძლებენ?

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.