პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: გვაქვს მოლოდინი, რომ აშშ-ის დღის წესრიგში საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის საკითხი უფრო აქტიურად დადგება

მქონდა შესაძლებლობა, ოლიმპიადის გახსნის ფარგლებში, გავსაუბრებოდი სახელმწიფო მდივანს. ერთი რამ, რაც ცხადია და გაცნობიერებულია, არის ის, რომ ახალ ადმინისტრაციას აქვს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა საქართველოსთან მიმართებით და სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, ცალსახად განაცხადა, რომ ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს, –  ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, მარკო რუბიოსთან შეხვედრის პარალელურად, მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ, ვაშინგტონში არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გამართა, შესაბამისად, საბოლოო ჯამში, ქართულ მხარეს აქვს აშშ-ის დღის წესრიგში საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის საკითხის გააქტიურების მოლოდინი.

“პარალელურად, თქვენ იცით, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა ვაშინგტონში და მართავდა შეხვედრებს საკმაოდ მაღალი დონის წარმომადგენლებთან სხვადასხვა ინსტიტუტებში. რა თქმა უნდა, ესეც იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, ჩვენი ურთიერთობების დეტალებზე უფრო მეტად გვესაუბრა. ჩვენ გვაქვს  იმის მოლოდინი, რომ აშშ-ის დღის წესრიგში საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის საკითხი უფრო აქტიურად დადგება,” – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე ევროკავშირის მიერ რუსული კომპანიის სანქციების სიიდან ამოღებაზე: ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის. ეს არის წესების სისტემა, სადაც „სანქცია“ სხვისთვისაა, „გამონაკლისი“ – საკუთარი თავისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველოს ტრადიციულ საზოგადოებას „ევროპულ ღირებულებებს“ უკითხავს ლგბტ აქტივისტი ევროპარლამენტარი ლუკას შიფერი, ხელისუფლებას ეუბნება: „თქვენ მოკვდებით“ და ევროკრატებს ჰგონიათ, რომ ასეთი გზავნილებითა და პერსონაჟებით ქართველთა გულის მოგებას შეძლებენ?

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.