პოლიტიკა

გიორგი შარაშიძე – დღეს ხელიდან არ ვუშვებთ იმ შანსს, რომ ირაკლი კობახიძეს პირდაპირ ვუთხრათ სიმართლე – ეს არის ჩვენი ე.წ დებატებში, სინამდვილეში პანელურ დისკუსიაში მონაწილეობის მიზანი, თორემ დებატები პარლამენტში გვაქვს

ეს დებატი არ არის, ეს არის პანელური დისკუსია – უბრალოდ, დღეს ხელიდან არ ვუშვებთ იმ შანსს, რომ ირაკლი კობახიძეს პირდაპირ ვუთხრათ სიმართლე და სათქმელი – ეს არის ჩვენი ამ ე.წ დებატებში და სინამდვილეში პანელურ დისკუსიაში მონაწილეობის მთავარი მიზანი, თორემ ჩვენ დებატები პარლამენტში გვაქვს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან დებატებში მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მათ პარტიას არათუ პრობლემა არ აქვს „ქართულ ოცნებასთან” დებატების, არამედ, აქეთ იწვევენ ყოველთვის.

„ფორმატთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა, თავიდანვე ვამბობდით და დღესაც კარგად ვიცით, რომ ეს დებატი არ არის და არის პანელური დისკუსია. ჩვენ დღეს დებატებში არ მივდივართ – ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. უბრალოდ, დღეს ხელიდან არ ვუშვებთ იმ შანსს, რომ ირაკლი კობახიძეს პირდაპირ ვუთხრათ სიმართლე და სათქმელი საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სახელით. ეს არის ჩვენი ამ ე.წ დებატებში და სინამდვილეში პანელურ დისკუსიაში მონაწილეობის მთავარი მიზანი, თორემ ჩვენ დებატები პარლამენტში გვაქვს. არათუ პრობლემა არ გვაქვს „ოცნებასთან“ დებატების, არამედ, აქეთ ვიწვევთ ყოველთვის. ამ პანელურიდისკუსიის ეს ფორმატი არც მანამდე იყო მისაღები და არც დღეს არის, მით უფრო, რომ 8-მდე გაზარდეს მონაწილეები, მაგრამ იმ შანსს ხელიდან არ გავუშვებთ, რომ ირაკლი კობახიძეს პირში ვუთხრათ სათქმელი”, – განაცხადა შარაშიძემ.

კითხვაზე, მუდმივად მიიღებს პარტია „გახარია საქართველოსთვის” დებატებში მონაწილეობას თუ კონკრეტულ შემთხვევებში, შარაშიძემ უპასუხა, რომ გადაწყვეტილებას ყველა კონკრეტულ
 შემთხვევაში მიიღებენ.

„ჩვენ გადაწყვეტილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მივიღებთ. ჩვენს მაგივრად არავის გადასაწყვეტი არაა რომელ დებატებში წავალთ, რომელში არა. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

შეგახსენებთ, პარტიამ “გახარია საქართველოსთვის” “რუსთავი 2-ზე” დებატებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება მიიღო. მათი წარმომადგენელი დღევანდელ დებატებში, სადაც მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი არიან მიწვეული, ლევან გოგიჩაიშვილი იქნება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა