განცხადება · 112 ნახვა
„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, გვქონდეს კომუნიკაცია პარტნიორებთან და შესაძლებლობის ფარგლებში ვისაუბროთ ჩვენს პრიორიტეტებზე“
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, გვქონდეს კომუნიკაცია პარტნიორებთან და შესაძლებლობის ფარგლებში ვისაუბროთ ჩვენს პრიორიტეტებზე, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, კონფერენციაზე ისაუბრებს, როგორ ხედავს საქართველო საკუთარ თავს ევროპის უსაფრთხოების ნაწილად და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შეხედონ სერიოზულად.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ევროპაში არის ღონისძიება, სადაც იკრიბებიან საინტერესო მონაწილეები და მსჯელობენ ევროპის უსაფრთხოებაზე. საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობა, გვქონდეს კომუნიკაცია პარტნიორებთან, საინტერესო სტუმრებთან, კონფერენციის მონაწილეებთან და შესაძლებლობის ფარგლებში ვისაუბროთ ჩვენს პრიორიტეტებზე. ვისაუბროთ, რა სურს საქართველოს, როგორ ხედავს ევროპის უსაფრთხოებას, როგორ განვიხილავთ საკუთარ თავს ევროპის უსაფრთხოების ნაწილად და რა წვლილი შეგვაქვს იმაში, რაზეც მსჯელობა მიმდინარეობს დღეს ევროპაში, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შეხედონ სერიოზულად, იყოს დამოკიდებულება სერიოზული პარტნიორობის, რაც მიმართული იქნება, როგორც ევროპის, ისე საქართველოს უსაფრთხოებისკენ“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაზე შუა დერეფნის კონტექსტში საქართველოს მნიშვნელობა იყოს წარმოჩენილი.
„კონფერენციის ფარგლებში ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის ერთ-ერთი მიეძღვნება დაკავშირებადობას, შუა დერეფნის როლს ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ამ თვალსაზრისით იყოს საქართველო წარმოჩენილი, ამ მნიშვნელოვან კონტექსტში ვისაუბროთ საქართველოს მნიშვნელობაზე შუა კორიდორში, ზოგადად, შუა კორიდორის როლზე ევროპა-აზიის დაკავშირებადობაში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- მაკა ბოჭორიშვილი„დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების გზები და მას გამოვიყენებთ, გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში“
- მაკა ბოჭორიშვილი„ჩვენ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ამ გამოწვევებთან გამკლავება ფრთხილ მიდგომას, ინოვაციურ გადაწყვეტებსა და სიმტკიცეს მოითხოვს“
- მაკა ბოჭორიშვილი„შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაამსხვრია მითი გერმანული სიზუსტის შესახებ“
- მაკა ბოჭორიშვილი„რთულია, განსაკუთრებული მოლოდინი გქონდეს ევროკავშირის საბჭოს მომდევნო შეხვედრასთან დაკავშირებით. მსგავსი ტიპის შეხვედრები, ძირითადად, გამოიყენება კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან კომენტარების გასაკეთებლად“
