ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ დიმიტრი ხუნდაძე„კანონში ზოგიერთი საკითხი დაზუსტებას მოითხოვს“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი6°C
  • გორი7°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია1°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 7 ნოემბერი
  • USD2.5949−0.0006
  • EUR2.8998−0.0147
  • GBP3.4746−0.0189
  • TRY0.0517−0.0002
  • 100 RUB3.1713−0.0114
  • AZN1.5267−0.0003
  • 1000 AMD7.1981−0.0020
  • 10 UAH0.5723+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ15 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ22:37
ლადო სადღობელაშვილი

განცხადება · 122 ნახვა

„ამ და წინა დებატებში გამარჯვებული არის ირაკლი კობახიძე და სამთავრობო გუნდი – ნათლად გამოჩნდა, რომ პოლიტიკური ქვეტექსტი ამოძრავებს ოპოზიციურად განწყობილ აკადემიურ წრეს, პროვოკაციული აქცენტები, ან საფუძველს მოკლებული ფოტო ილუსტრაციები გათვლილი იყო არაინფორმირებულ სეგმენტზე, რომლითაც სპეკულირებს მარგინალური ოპოზიცია“

ეს იყო აკადემიური დონის დებატები, რომელსაც საზოგადოება მოწყურებულია! ეს იყო ცოცხალი პროცესი, რომელიც ყველა პლატფორმაზე უნდა მიმდინარეობდეს. რაც მთავარია, დებატებმა „იმედის“ ტრადიციული მაყურებელი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ სახელისუფლებო გუნდი გაცილებით მაღლა დგას, სულ სხვა დონეზეა ვიდრე ფულის ტომარებზე შემომჯდარი და სახელმწიფო ქონება მიტაცებული ე.წ. აკადემიური წრე, – წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, “იმედის” ეთერში გასული დებატების შესახებ.

მისი განცხადებით, ამ და წინა დებატებში გამარჯვებული არის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სამთავრობო გუნდი, რასაც, სადღობელაშვილის თქმით, მომავალში ჩატარებული კვლევების შედეგებიც აჩვენებს.

“გუშინდელი „დებატების“ შესახებ! განათლების მინისტრის კომპეტენცია ძალიან მაღალ დონეზეა როგორც დარგის ხელმძღვანელის, როგორც ადამიანის, რომელსაც წლები აქვს ნამუშევარი ამ სფეროში, გრძნობს და ხედავს შიგნიდან სისტემას და მოწადინებულია მის გაჯანსაღებაზე! პრემიერი — კომპეტენტურია, როგორც ქვეყნის ხელმძღვანელი და თუ ვინმეს შეიძლება ეწოდოს სუპერ მენეჯერი, ანდა სუპერ პრემიერ მინისტრი, ან რეფორმატორი და საქმის მცოდნე ეს ირაკლი კობახიძეა. მას აქვს კარგად გააზრებული, მკვეთრი ხედვა და გეგმა ქვეყნის განვითარების, რომელსაც უბადლოდ მიჰყვება.

რაც შეეხება დებატებს: ეს იყო აკადემიური დონის დებატები, რომელსაც საზოგადოება მოწყურებულია! ეს იყო ცოცხალი პროცესი, რომელიც ყველა პლატფორმაზე უნდა მიმდინარეობდეს. რაც მთავარია, დებატებმა „იმედის“ ტრადიციული მაყურებელი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ სახელისუფლებო გუნდი გაცილებით მაღლა დგას, სულ სხვა დონეზეა ვიდრე ფულის ტომარებზე შემომჯდარი და სახელმწიფო ქონება მიტაცებული ე.წ. აკადემიური წრე, აღარაფერს ვამბობ ე.წ. ოპოზიციაზე რომელიც ჩვეულებრივ მარგინალებსაა დამსგავსებული! ასეთი ტიპის ეთერებით სამთავრობო გუნდი მაქსიმალურად მიიზიდავს ე.წ. ნეიტრალურ მაყურებლის დიდი ნაწილის. სწორედ ამ ადამიანების განწყობა და აზრია გადამწყვეტი სამომავლოდ! რაც შეეხება უშუალოდ პროცესს: ნათლად გამოჩნდა რომ პოლიტიკური შინაარსი და ქვეტექსტი ამოძრავებს ოპოზიციურად განწყობილ აკადემიურ წრეს! თუნდაც ის პროვოკაციული აქცენტები, ან საფუძველს მოკლებული ფოტო ილუსტრაციები იყო არა ინფორმირებულ სეგმენტზე გათვლილი, რომლითაც სპეკულირებს მარგინალური ოპოზიცია! პასუხი გაეცა მიქანაძეს წარსულთან დაკავშირებული კითხვებსაც…

ცხადია რომ ამ და წინა დებატებში გამარჯვებული არის ირაკლი კობახიძე და სამთავრობო გუნდი! დარწმუნებული ვარ ამას მომავალში ჩატარებული კვლევებიც აჩვენებს! დამეთანხმებით ნამდვილად სასიამოვნო მოსასმენია როდესაც დარგის მინისტრები სუპერკომპეტენტურები არიან, ძალიან მაგარია როდესაც მათ შეუძლიათ მიმდინარე რეფორმების შინაარსში ჩაწვდნენ დეტალებს, ასევე ისაუბრონ რეფორმის სოციალურ და პოლიტიკურ განზომილებებზე! რაც შეეხება პრემიერის როლს: ასეთ დებატებში პრემიერის ფუნქცია არა რეფორმის ცალკეული დეტალების ცოდნაა მხოლოდ (სადაც მაღალი დონე იყო წარმოდგენილო ), არამედ ქვეყნის განვითარების ფართო სურათის დანახვაა… პრემიერ-მინისტრს ევალება, განათლების რეფორმა წარმოაჩინოს, როგორც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების პარადიგმის ნაწილი. რაც აბსოლიტურად იყო წარმოდგენილი! მან აგვიხსნა, როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი ეკონომიკის ტრანსფორმაციას და სტრუქტურულ ცვლილებებს… ჯამში: პრემიერმა იცოდა დეტალები და გააძლიერა მინისტრი. მინისტრმა იცის დეტალები მიკრომენეჯმენტის დონეზე! აკადემიური დონე უარგუმენტოდ საუბრობს. ოპოზიცია პროვოკატორობს და პოპულისტობს! Ps დიდი სიამოვნებით მოვისმენდი პრემიერის და ბოკერიას ან პრემიერის და გვარამიას დებატს…” – წერს ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

ლადო სადღობელაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ლადო სადღობელაშვილი„გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის“
  2. ლადო სადღობელაშვილი„გუშინდელმა „ხალხმრავლობამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთადერთი, რაც ამ ოპოზიციას უხვად აქვს ჩრდილები და 4 ოქტომბრის მსგავსი სერიალების უსასრულო რიმეიქებია“
  3. ლადო სადღობელაშვილი„მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, მორწმუნე მართლმადიდებლებს არ წამოეგონა ქათამი გვარამიას პროვოკაციაზე და არ შეხვიდეთ შეცდიმაში! გვარამიას დაანონსებული დღევანდელი აქცია რეალურად გახლავთ ე.წ. “გეი აღლუმი”“
  4. ლადო სადღობელაშვილი„ნებისმიერი პირი, ვინც ყალბი ბრალდებებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებით შეეცდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სახელმწიფოს დაზიანებას, აუცილებლად გაიზიარებს ჩუბინიძის ბედს“