ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ დიმიტრი ხუნდაძე„კანონში ზოგიერთი საკითხი დაზუსტებას მოითხოვს“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი6°C
  • გორი7°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია1°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 7 ნოემბერი
  • USD2.5949−0.0006
  • EUR2.8998−0.0147
  • GBP3.4746−0.0189
  • TRY0.0517−0.0002
  • 100 RUB3.1713−0.0114
  • AZN1.5267−0.0003
  • 1000 AMD7.1981−0.0020
  • 10 UAH0.5723+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ18 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ22:32
სოზარ სუბარი

განცხადება · 141 ნახვა

„კორუფციასთან ბრძოლას, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუმცა ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადავაყოლოთ და პრობლემები არ უნდა შეექმნას მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებს“

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, სოზარ სუბარი, სიტყვით გამოვიდა პარლამენტის სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენდნენ რეგიონალური განვითარების მინისტრის, კახაბერ გულედანის მოხსენებას. დეპუტატმა ისაუბრა თვითმმართველობაში გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, კორუფციასა და გაზრდილ ბიუროკრატიაზე.

მისი სიტყვებით, სისტემა იმგვარად უნდა მოწესრიგდეს, რომ, ერთი მხრივ, აღიკვეთოს კორუფციის საფრთხეები და, მეორე მხრივ, თვითმმართველობები, გადაწყვეტილების მიმღებნი გახდნენ უფრო ქმედითები და ეფექტიანები.

სუბარმა წარმოადგინა საკუთარი ხედვა: „პირველ რიგში, თუკი რომელიმე უწყებაში, ან რომელიმე გადაწყვეტილების მიმღებ პირთან, დროულად არ მოხდება გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისმა პირმა დატოვოს თანამდებობა; მეორე საკითხი: ⁠თუკი გადაწყვეტილების მიმღები პირი დაუსაბუთებელად ეტყვის უარს განმცხადებელს ან დაუსაბუთებლად გააჩერებს რომელიმე პროექტის განხორციელებას, ასევე დატოვოს თანამდებობა“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ კორუფციის საფრთხე არსებობს, თუმცა მისი აღკვეთა ანტიკორუფციული სამსახურების პირდაპირი მოვალეობაა.

„კორუფციასთან ბრძოლას არა მხოლოდ მივესალმებით, არამედ კიდევ მეტად უნდა გაძლიერდეს ორივე მიმართულებით – როგორც პრევენციის, ისე წარსული კორუფციის გამოძიების კუთხით. გამოსაძიებელი კი ნამდვილად ბევრია, რადგან კორუფციის პრობლემა არ იყო მხოლოდ მაღალ ეშელონებში, არამედ ყველა დონეზე ჩააღწია. თუმცა, არ უნდა მოხდეს ისე, რომ ნაბან წყალს ბავშვი გადავაყოლოთ და პრობლემები შეექმნას მიმდინარე ან მომავალში განსახორციელებელ პროექტებს. დღეს, კორუფციის პრევენციის აბსოლუტურად ლეგიტიმური მიზნის გამო, გაჩნდა მეორე უკიდურესობა: ადგილებზე, თვითმმართველობებში, მკვეთრად შენელდა გადაწყვეტილების მიღების პროცესი. დარწმუნებული ვარ, რეგიონული განვითარების მინისტრი ამას არ დაეთანხმება, მაგრამ დარბაზში არის 22 დელეგატი, რომლებიც საქართველოს რეგიონებს წარმოადგენენ. ოცდაორივე დელეგატი არის უმრავლესობის წევრი და თითოეული მათგანი პირად საუბრებში დაადასტურებს, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც წარმოადგენენ, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა.

გადაწყვეტილებების მიღება, თუნდაც უმნიშვნელო საკითხზე თვეობით იწელება, რადგან უამრავი ფორმალური თუ არაფორმალური რგოლისგან არის თანხმობა მისაღები. გადაწყვეტილებების მიმღები პირები კი ან ვერ ბედავენ გადაწყვეტილების მიღებას და, ამის გამო, უამრავი პროექტი არის გაჩერებული, ან საერთოდაც ამჯობინებენ უარი უთხრან განმცხადებელს იმის შიშით, რომ მომავალში ვინმე არ მოედავოს, რატომ მიეცი ნებართვაო.

სხვათა შორის, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ორი კვირის წინ ილაპარაკა იმ პრობლემებზე, რასაც გაზრდილი ბიუროკრატია უქმნის მისი ქვეყნის ეკონომიკას. ლაპარაკი შეეხებოდა მზის ენერგეტიკის განვითარებას. მისი თქმით, სანამ გერმანიაში ქაღალდებს დაატარებენ ერთი კაბინეტიდან მეორეში, მანამდე ჩინეთში იმავე თემაზე გადაწყვეტილების მიღებასაც ასწრებენ, ელექტროსადგურსაც აშენებენ და ელექტროენერგიის მიღებასაც იწყებენ. კანცლერმა იქვე შესთავაზა გამოსავალი თავის ქვეყანას – თუკი რომელიმე გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე კვირით იგვიანებს, ეს საკითხი ავტომატურად მიღებულად ჩაითვალოსო.

მე გთავაზობთ, რომ წავიდეთ ან იმ გზით, რაც გერმანიის კანცლერმა თქვა, ან მეორე – ჩემი აზრით, უფრო ეფექტური გზით. კერძოდ: 1. თუკი რომელიმე უწყებაში, ან რომელიმე გადაწყვეტილების მიმღებ პირთან, დროულად არ მოხდება გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისმა პირმა დატოვოს თანამდებობა; 2. ⁠თუკი გადაწყვეტილების მიმღები პირი დაუსაბუთებელად ეტყვის უარს განმცხადებელს ან დაუსაბუთებლად გააჩერებს რომელიმე პროექტის განხორციელებას, ასევე დატოვოს თანამდებობა; 3. ⁠რაც შეეხება მესამე საფრთხეს – ხომ არ მოხდება ნებართვების მიცემა ისეთ პროექტებზე, სადაც არის კორუფციის რისკი? რა თქმა უნდა, ასეთი საფრთხე არსებობს, მაგრამ სწორედ იმისთვის არის ანტიკორიფციული სამსახურები, რომ ასეთ საფრთხეებს ებრძოლონ. შესაბამისად, ეს არ არის ის საფრთხე, რომლის შიშითაც გადაწყვეტილებების მიღება უნდა შეჩერდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რადგან უშუალოდ შეეხება უამრავ მოქალაქეს და ასეულობით პროექტს, რომელთა განხორციელებაც დაუსაბუთებლად ჭიანურდება“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. სოზარ სუბარი„2008 წლის ომში მოსახლეობის გაწირვა იყო დავალება, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა მიღებული - რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო რთული, ან სულაც შეუძლებელი იქნებოდა შერიგება, ხოლო როდესაც შერიგება შეუძლებელია, მაშინ სიტუაცია, ქვეყანა ადვილი სამართავია“
  2. სოზარ სუბარი„მსურს, ელენე თევდორაძეს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმ უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც მან ადამიანის უფლებების დასაცავად გასწია“
  3. სოზარ სუბარი„ადამიანებმა მოაგროვეს ხელმოწერები და პრეზიდენტს მიმართეს თხოვნით, რომ ნორა კვიციანს მიენიჭოს საქართველოს გმირის წოდება - თუ ვინმე იმსახურებს ამ ძალიან მაღალ ტიტულს, ეს სწორედ ნორა კვიციანია“
  4. სოზარ სუბარი„აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები კომისიის დასკვნაში თავმოყრილ უმძიმეს ფაქტებს „ბელეტრისტიკას“, საგამოძიებო კომისიის დასკვნას კი „მოთხრობასა“ და „მხატვრულ თხზულებას“ უწოდებენ, ამით კი ცხადყოფენ, რომ საკუთარ დანაშაულებს არ ინანიებენ“