განცხადება · 136 ნახვა
„ცოტნე ივანიშვილი საკუთარი ინიციატივით, პირადი ჩართულობითა და ძალისხმევით ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს მსოფლიო დონის განათლებისკენ უხსნის გზას, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყება ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენაა“
ცოტნე ივანიშვილმა ძალიან დიდ და მნიშვნელოვან საქმეს ჩაუყარა საფუძველი, რომლის შედეგებსაც ძალიან მალე არაერთი ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდა იგრძნობს, ხოლო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყება ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენაა, რადგან საუბარია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით აზიაში პირველ, ხოლო მსოფლიოში მე-11 ადგილს იკავებს,- წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
მეტრეველის თქმით, ცოტნე ივანიშვილი პირველი ქართველი იყო, რომელიც ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, დღეს კი საკუთარი ინიციატივით, პირადი ჩართულობითა და ძალისხმევით სხვა ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებსაც უხსნის გზას მსოფლიო დონის განათლებისკენ, რის შედეგადაც ქართველ ახალგაზრდებს, ოჯახების ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად, საკუთარი ნიჭისა და ცოდნის საფუძველზე უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობა ეძლევათ, ხოლო პროცესში მისასალმებელია საქართველოს განათლების სამინისტროსა და პირადად მინისტრ გივი მიქანაძის აქტიური ჩართულობაც.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“ცოტნე ივანიშვილმა მართლაც ძალიან დიდ და მნიშვნელოვან საქმეს ჩაუყარა საფუძველი, რომლის შედეგებსაც ძალიან მალე არაერთი ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდა იგრძნობს. ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყება ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენაა. საუბარია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით აზიაში პირველ, ხოლო მსოფლიოში მე-11 ადგილს იკავებს. ჩინეთის ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების ტემპების გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს წლებში ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ხუთეულშიც ვიხილოთ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ უნივერსიტეტის მრავალპროფილურობა. იგი გამოირჩევა სწავლებისა და კვლევის მაღალი ხარისხით მედიცინის, ინჟინერიის, სამართლის, ეკონომიკის, ბიზნესის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ცოტნე ივანიშვილი პირველი ქართველი იყო, რომელიც ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, დღეს კი საკუთარი ინიციატივით, პირადი ჩართულობითა და ძალისხმევით სხვა ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებსაც უხსნის გზას მსოფლიო დონის განათლებისკენ. ხშირად გვესმის მოსაზრება, თითქოს ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარი შვილებისთვის მსოფლიოს ელიტურ უნივერსიტეტებს ირჩევენ, რიგითი მოქალაქეების შვილებს კი მსგავსი შესაძლებლობები არ აქვთ. სწორედ ამ მოსაზრების საპირისპირო მკაფიო მაგალითია აღნიშნული ინიციატივა. ქართველ ახალგაზრდებს, მათი ოჯახების ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად, საკუთარი ნიჭისა და ცოდნის საფუძველზე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობა ეძლევათ. ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია განათლებული, თანამედროვე ცოდნითა და საერთაშორისო გამოცდილებით აღჭურვილი თაობის ჩამოყალიბება. აქედან გამომდინარე, მსგავსი ინიციატივები თავისი მნიშვნელობით გაცილებით სცილდება განათლების სფეროს და ქვეყნის გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებს ემსახურება. მისასალმებელია საქართველოს განათლების სამინისტროსა და პირადად მინისტრ გივი მიქანაძის აქტიური ჩართულობაც ამ პროცესში. ცოტნე ივანიშვილი ამ მართლაც საშვილიშვილო საქმისთვის განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს. განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ხომ ქვეყნის მომავალში ჩადებული ყველაზე ღირებული ინვესტიციაა.”- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.
ნიკოლოზ მეტრეველი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ნიკოლოზ მეტრეველი„„ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს - ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც თავად რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს“
- ნიკოლოზ მეტრეველი„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა“
- ნიკოლოზ მეტრეველი„გია ხუხაშვილის პროგნოზების სიზუსტე და მათი პოლიტიკური შედეგები ერთმანეთს მშვენივრად შეეფერება – ზუსტად შესაფერისი მრჩეველია. ბატონო გია, საბედნიეროდ არქივები არ იწვიან“
- ნიკოლოზ მეტრეველი„სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების დარბევა და სხვისი ქონების განადგურება მშვიდობიანი პროტესტი ვერ იქნება. მაგრამ ამავე დროს, ძალის გამოყენების აუცილებლობა და თანაზომიერება ყველგან უნდა შემოწმდეს - პარიზშიც, ბრიუსელშიც და თბილისშიც“
