პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე – მკაცრი პოლიტიკის შემთხვევაში, ნარკოტიკების მოხმარების გავრცელება შეიძლება, არსებითად შემცირდეს

ნარკომოვაჭრეებთან მიმართებით პოლიტიკა უნდა იყოს მკაცრი. თუნდაც ყველაზე ლიბერალური ქვეყნების მხრიდანაც კი არ განიხილება ეს მიდგომა არასწორად. მითია იმაზე საუბარი, რომ მხოლოდ ლიბერალური მიდგომით მცირდება და მკაცრი პოლიტიკის შემთხვევაში, პირიქით, არ მცირდება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ სატელევიზიო დებატებში საუბრისას.

სარჯველაძის თქმით, სახელმწიფოს მთავარი მიზანია, შეიზღუდოს გავრცელება და ხელმისაწვდომობა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მკაცრი პოლიტიკის მქონე ქვეყნებში მოსახლეობაში ნაკლებია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევალენტობა.

„ნარკომომხმარებელთა რიცხვი, როგორც წესი, 15-დან 65 წლამდე პოპულაციაში იზომება. კვლევების მიხედვით, იაპონიაში, სადაც მიდგომა საკმაოდ მკაცრია, პრევალენტობა ორი პროცენტია. ცოტა მეტია საქართველოში, შვედეთს აქვს ოთხი-ხუთი პროცენტი. გერმანიას, რომელიც ლიბერალური მიდგომით გამოირჩევა, აქვს რვა პროცენტი. შვედეთში, სადაც მკაცრი პოლიტიკაა, პრევალენტობა დაბალია, ჩეხეთში – მაღალი, ბულგარეთში კი, სადაც ითვლება, რომ ამ მიმართულებით მკაცრი პოლიტიკაა, ბევრად დაბალია. ასე რომ, საზოგადოება არ შევიყვანოთ შეცდომაში. მკაცრი პოლიტიკის შემთხვევაში ნარკოტიკების მოხმარების გავრცელება, პრევალენტობა შეიძლება შემცირდეს არსებითად“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „ტვ პირველისა“ და „ფორმულის“ წარმომადგენლები, მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, წლების განმავლობაში არაერთ დიდ საეკლესიო დღესასწაულზე ქმნიდნენ ღვთისმსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას – შეზღუდვის მიზანი არ არის მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, არამედ ლიტურგიკული წესრიგისა და მომლოცველთა ინტერესების დაცვა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.