პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ურსულა ფონ დერ ლაიენის პოლიტიკური შვილები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს ვერ უკარნახებენ, როგორ უნდა იცხოვროს და რა გზით იაროს საქართველომ

„სამგლოვიარო დღეებმა შესაძლებელი გახადა, თითქმის ზუსტად გამოვითვალოთ თანაფარდობა საქართველოში სამშობლოიანთა და უსამშობლოთა შორის“- წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე. ის 2024 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ცხოვრობს 3 914 000 ადამიანი.

მისი თქმით, „აქედან 1 500 000 ადამიანმა, ანუ მოსახლეობის 38,32 პროცენტმა ფიზიკურად მიიღო მონაწილეობა პატრიარქის უკანასკნელ გზაზე გაცილებაში; პარალელურად, რუსთაველის გამზირზე იდგა დაახლოებით 50 მეპროტესტე, რაც მოსახლეობის 0.0013 პროცენტია“.

ხუბუას თქმით, თუ ვივარაუდებთ, თეორიულად რამდენი ადამიანი შეიძლებოდა, დამატებოდა პატრიარქის დასატირებლად ფიზიკურად მისულებსა და რუსთაველზე მდგარ მეპროტესტეებს, თანაფარდობა კიდევ უფრო გაიზრდება.

„სამგლოვიარო დღეებმა შესაძლებელი გახადა, თითქმის ზუსტად გამოვითვალოთ თანაფარდობა საქართველოში სამშობლოიანთა და უსამშობლოთა შორის. უკანასკნელი (2024 წლის) საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოში ცხოვრობს 3 914 000 ადამიანი; აქედან 1 500 000 ადამიანმა, ანუ მოსახლეობის 38,32 პროცენტმა ფიზიკურად მიიღო მონაწილეობა პატრიარქის უკანასკნელ გზაზე გაცილებაში; პარალელურად, რუსთაველის გამზირზე იდგა დაახლოებით 50 მეპროტესტე, რაც მოსახლეობის 0.0013 პროცენტია. თუ ვივარაუდებთ, თეორიულად რამდენი ადამიანი შეიძლებოდა, დამატებოდა პატრიარქის დასატირებლად ფიზიკურად მისულებსა და რუსთაველზე მდგარ მეპროტესტეებს, თანაფარდობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა 38,32/0.0013 პროცენტზე ისედაც კოლოსალური სხვაობაა. შესაბამისად, დასკვნა ასეთია: ურსულა ფონ დერ ლაიენის პოლიტიკური შვილები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს ვერ უკარნახებენ, როგორ უნდა იცხოვროს და რა გზით იაროს საქართველომ.“- წერს ხუბუა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის ბოლო მიმართვის შემდეგ კიდევ უფრო განმიმტკიცდა მის მიმართ პატივისცემა, განსაკუთრებით დასაფასებელია ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი შეხედულებების დაცვა მაშინაც კი, როდესაც ეს საზოგადოებრივი კრიტიკისა და პიროვნული თავდასხმების სამიზნედ აქცევს

პოლიტიკა

მარჩინ როსოლოვსკი: სწორედ ვარშავაში და არა თბილისში იყენებს პრემიერ-მინისტრი სკოლის ტრაგედიას, რათა აიძულოს პარლამენტი მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ინტერნეტ ცენზურას შემოიღებს რეალური სასამართლო ზედამხედველობის გარეშე

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.