პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: ხოშტარია ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, მას სასჯელი ისე განესაზღვრა, როგორც მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა. ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს

ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და კანონის დარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„ელენე ხოშტარიას საქმეს სამართლებრივი განზომილება აქვს. მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას რამდენიმე საკითხს ითვალისწინებს. ერთ-ერთი მთავარი შეფასება თავად ბრალდებულის დამოკიდებულებაა მის მიერ ჩადენილი ქმედების მიმართ. ხოშტარია ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, არ აანაზღაურა ზიანი, არ მოინანია ჩადენილი დანაშაული. როცა მოსამართლეს მსგავსი მოცემულობა აქვს, ის ხელმძღვანელობს, როგორც ბრალდებულის პიროვნებით, ასევე მისი დამოკიდებულებით დანაშაულის თაობაზე. ხოშტარიამ სასჯელი ისე განესაზღვრა, როგორც მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა. ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს. ნებისმიერი მცდელობა, რომ სისხლის სამართლის ეს დანაშაული პოლიტიკურ ნაწილში იყოს გადაყვანილი, წმინდა წყლის სპეკულაციაა. რა მნიშვნელობა აქვს რამდენი შვილის დედაა? თუ ოთხი შვილის დედაა, თავად უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ კანონი არ დაარღვიოს და დანაშაული არ ჩაიდინოს. მან დანაშაული განზრახ და მიზანმიმართულად ჩაიდინა. შეეძლო, ეს დანაშაული არ ჩაედინა და საკუთარ ოჯახსა და შვილებზე ეზრუნა. ვის სთხოვს პასუხს? სამართლებრივი სახელმწიფო ვართ და კანონის დარღვევაზე სახელმწიფოს რეაგირება ექნება. კანონი და სახელმწიფო არ უნდა გამოცადო“, – განაცხადა გაბუნიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.