პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი- დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი ქვეყნისა და ერის ისტორიაში- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე

დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი ქვეყნისა და ერის ისტორიაში. დღეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა!,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა ჩვენი ერის ცხოვრებაში ფუნდამენტური მნიშვნელობის მოვლენაა და განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ასეთ მნიშვნელოვან თარიღს ჩვენი სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, ილია მეორის გარეშე ვხვდებით.

1917 წლის 25 მარტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, პრაქტიკულთან ერთად, უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა, რადგან ამ დღეს საქართველოს ეკლესიამ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, რამაც კვლავ გააერთიანა ერი და ბერი. ამ ისტორიულმა მოვლენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ერის ერთგულება საკუთარი სარწმუნოების, ტრადიციებისა და სულიერი ფასეულობების მიმართ.

გისურვებთ მშვიდობას, ერთობასა და სულიერ სიმტკიცეს, განსაკუთრებით ახლა, ამ მძიმე დღეებში. დაე, უფალმა გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა და ეკლესია, რათა მომავალშიც ღირსეულად ვემსახუროთ სამშობლოსა და ჩვენს ტრადიციებს“,-წერს მიხეილ ყაველაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.