პოლიტიკა

ჩიხელიძე: ოპოზიციის გააქტიურება, არა ილია II-ის სიყვარულით, არამედ, შიშით და პატრიარქის არჩევის პროცესის დისკრედიტაციით არის ნაკარნახევი – მათ აშინებთ მეუფე შიო, როგორც პატრიარქობის ერთ-ერთი ღირსეული კანდიდატი, აშინებთ ფაქტი, რომ ის არ ექვემდებარება პოლიტიკურ გავლენებს

ოპოზიციას ახალი ტაქტიკა აქვს, ისინი ერთდროულად ორ ერთმანეთთან შეუთავსებელ ნარატივს ავრცელებენ. ერთის მხრივ აცხადებენ, რომ პატრიარქი იყო გამორჩეული, მისი გარდაცვალება ყველასთვის მძიმე და მტკივნეულია, მეორეს მხრივ კი ამბობენ, რომ მეუფე შიო მიუღებელია და არ უნდა გახდეს პატრიარქი – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ოპოზიცია ცდილობს, ნებისმიერ ფასად მოერგოს საზოგადოებრივ განწყობებს და შექმნან ისეთი სურათი, რომელიც მათ პოლიტიკურ ინტერესებს მოემსახურება.

„ოპოზიციას ახალი ტაქტიკა აქვს, ისინი ერთდროულად ორ ერთმანეთთან შეუთავსებელ ნარატივს ავრცელებენ. ერთის მხრივ აცხადებენ, რომ პატრიარქი იყო გამორჩეული, მისი გარდაცვალება ყველასთვის მძიმე და მტკივნეულია, მეორეს მხრივ კი ამბობენ, რომ მეუფე შიო მიუღებელია და არ უნდა გახდეს პატრიარქი. ამასთან ერთად ვისმენთ კიდევ უფრო წინააღმდეგობრივ ბრალდებას, თითქოს პატრიარქი ილია მეორე, სხვების გავლენების ფონზე, იძულებული გახდა, მეუფე შიო მოსაყდრედ დაესახელებინა. აქ ჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა: როგორ წარმოგიდგენიათ, სიცოცხლეშივე წმინდანად შერაცხილ ადამიანს ვინმემ რაიმე აიძულოს? ოპოზიცია ცდილობს ნებისმიერ ფასად მოერგონ საზოგადოებრივ განწყობებს და შექმნან ისეთი სურათი, რომელიც მათ პოლიტიკურ ინტერესებს მოემსახურება. მაგრამ რაც უფრო ცდილობენ, მით უფრო თვალშისაცემი ხდება ამ განცხადებების წინააღმდეგობრივი ხასიათი. რეალურად, ოპოზიციის გააქტიურება, არა ილია მეორეს სიყვარულით, არამედ შიშით და პატრიარქის არჩევის პროცესის დისკრედიტაციით არის ნაკარნახევი. მათ აშინებთ მეუფე შიო, როგორც პატრიარქობის ერთ-ერთი ღირსეული კანდიდატი. აშინებთ მისი დამოუკიდებლობა და ის ფაქტი, რომ ის არ ექვემდებარება პოლიტიკურ გავლენებს. მეუფე შიო სწორედ იმით გამოირჩევა, რომ მისი პოზიცია და გადაწყვეტილებები არ არის დამოკიდებული გარე ადამიანებზე, მისი ერთადერთი მსაჯული არის ღმერთი.“ – წერს დავით ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.