პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ბოლო დროს საქართველოს მიმართ ყველა ბრუნვაში დატრიალებული ტერმინები “სინდისის პატიმარი” და “პოლიტპატიმარი”, მორიგი ინსტრუმენტია მიამიტი ხალხის მოსატყუებლად და დასაბნევად

ბოლო დროს საქართველოს მიმართ ყველა ბრუნვაში დატრიალებული ტერმინები “სინდისის პატიმარი” და “პოლიტპატიმარი,” არის მორიგი ინსტრუმენტი მიამიტი ხალხის მოსატყუებლად და დასაბნევად, – წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

ანჯაფარიძე განმარტავს, რომ “სინდისის პატიმარი” არის ადამიანი, რომელიც მშვიდობიანად გამოხატავს საკუთარ პოლიტიკურ, რელიგიურ თუ სხვა შეხედულებებს და ამისთვის არის რეპრესირებული. მისივე თქმით, ისინი, ვისაც სინდისის პატიმრებად გვასაღებდნენ, არ გამოხატავდნენ მშვიდობიანად საკუთარ პოზიციას.

„ბოლო დროს საქართველოს მიმართ ყველა ბრუნვაში დატრიალებული ტერმინები “სინდისის პატიმარი” და “პოლიტპატიმარი,” არის მორიგი ინსტრუმენტი მიამიტი ხალხის მოსატყუებლად და დასაბნევად. შებრძანდით საძიებო სისტემაში და მარტივად აღმოაჩენთ, რომ “სინდისის პატიმარი” გახლავთ ადამიანი რომელიც მშვიდობიანად(!!!) გამოხატავს საკუთარ პოლიტიკურ, რელიგიურ თუ სხვა შეხედულებებს, და ამისთვის არის რეპრესირებული. ახლა თავად განსაჯეთ, ისინი ვისაც “სინდისის პატიმრებად” გვასაღებენ, მშვიდობიანად გამოხატავდნენ საკუთარ პოზიციებს?! პასუხი ცალსახაა, რომ არა, რადგანაც უამრავმა ადამიანმა ეს საკუთარი თვალით იხილა. რაც შეეხება “პოლიტპატიმრობის” განმარტებას, სამწუხაროდ, ის ბოლო წლებში ფართო ინტერპრეტაციას ექვემდებარება და პოლიტპატიმრად შეიძლება მიჩნეულ იქნას პირი, რომელიც, მათ შორის, ძალადობრივი მეთოდებით გამოხატავს საკუთარ პოზიციას. თუმცა, აქვე ჩნდება კითხვა, უკვე სამართლებრივ ჭრილში – ამ პირის დასჯა, ძალადობის გამო, არ შეიძლება?! ინდულგენცია აქვს?“ – წერს ანჯაფარიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.