პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: რადიკალებში რომ ბრიუსელის მიერ არის ჩადებული ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება, ეს ჩანს იქიდანაც, რომ მათ არ აქვთ გათვითცნობიერებული, რას ნიშნავს დედა ეკლესია, რა არის სარწმუნოება და ღმერთი

რადიკალების მიერ ეკლესიაზე თავდასხმას გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. „როგორ შეიძლება, ჩვენ, მორწმუნეებმა, ღმერთთან მებრძოლ ადამიანებს მოვთხოვოთ რაიმე სიბრძნე?“ — განაცხადა ანალიტიკოსმა და აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფოს არსებობის მანძილზე ათმა იმპერიამ ვერ შეძლო ქართველების ქრისტიანობისგან ჩამოშორება, შესაბამისად, ამას ვერც გლობალისტურ-ლიბერალური იმპერია შეძლებს.

“ამ ადამიანებში [რადიკალებში] ბრიუსელის მიერ რომ არის ჩადებული ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება, ცხადია იქიდანაც, რომ მათ არ აქვთ გათვითცნობიერებული ზოგადად რას ნიშნავს დედა ეკლესია, ვინ არის პატრიარქი, რა არის სარწმუნოება და ღმერთი. როგორ შეიძლება, ჩვენ, მორწმუნეებმა, ღმერთთან მებრძოლ ადამიანებს მოვთხოვოთ რაიმე სიბრძნე? თუმცა, ჩვენთვის, უმრავლესობისთვის, სულ ორი-სამი დეტალიც საკმარისი იყო, როდესაც 2017 წლის გიორგობის წირვაზე, 23 ნოემბერს, პატრიარქმა იქადაგა და ხმამაღლა თქვა, რომ სწორედ წმინდა გიორგის შთაგონებით მიიღო გადაწყვეტილება მეუფე შიო მუჯირის შესახებ. როგორ გინდათ, მორწმუნე ადამიანის, საპატრიარქოს მრევლის პოზიციიდან, შევიდეთ რაიმე დისკუსიაში იმ ძალებთან, პატარა „ჭინკებთან“ და მათ უკან მდგომ სერიოზულ სისტემასთან, რომელთაც არ ესმით, რომ უფალს, ღვთისმშობელსა და დედა ეკლესიას ამ ქვეყანაში ვერ დაამარცხებენ. ათმა იმპერიამ ვერ შეძლო ამის გაკეთება და ეს იმპერიები ისტორიულ არქივებშია გადაბარებული, ხოლო მეთერთმეტე — გლობალისტურ-ლიბერალური იმპერია — ცდილობს, რომ რატომღაც თავისას მიაღწიოს,” — განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.