პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის საუბარი, ვფიქრობ, არის პოზიტიური სიგნალი იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაიძრას გაყინული წერტილიდან

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ თავად ის ფაქტი, რომ ეს საუბარი შედგა, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გაყინული წერტილიდან დაიძვრება.

„მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის საუბარი, ვფიქრობ, არის პოზიტიური სიგნალი იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაიძრას იმ გაყინული წერტილიდან, რომელიც ახლა არის. როგორც ვიცით ამ საუბრის შინაარსის შესახებ, საუბარი ეხებოდა საქართველოს სტრატეგიულ როლს კავკასიის რეგიონში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ საქართველო რეალურად არის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშე რეგიონში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ხელშესახები შედეგი აქვს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში და ასევე გლობალური ეკონომიკური პროექტების განვითარების საქმეში,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.