პოლიტიკა

გიორგი ზერეკიძე: ცდილობდნენ პირველი ლედის ვიზიტის გაუფასურებას, პირიქით, მივიღეთ უმაღლესი დონის აღიარება. კიდევ ერთი ცივი შხაპი მომზადდა, პრემიერ ირაკლი კობახიძის კომუნიკაცია მარკო რუბიოსთან. კავშირები მყარდება, საქართველო კი თავის დამსახურებულ, ისტორიულ სიმაღლეზე დგება

თეთრ სახლში პერსონალური მიწვევები შემთხვევით არ გაიცემა. ეს არის ჟესტი, რომელიც გამოხატავს ნდობასა და პატივისცემას უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისა და იმ კურსის მიმართ, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აირჩია. თამარ ბაგრატიონის ვიზიტი არის მაგალითი, როცა შენი ქვეყნის კულტურას, ტრადიციას და ევროპულ ღირებულებებს ასეთი მაღალი ტრიბუნიდან წარადგენ, – წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე.

მანვე აღნიშნა, რომ პრემიერი-მინისტრის, ირაკლი კობახიძის კომუნიკაცია მარკო რუბიოსთან არის სტრატეგიული დიალოგის დაწყება იმ ადამიანთან, რომელიც ამერიკის საგარეო პოლიტიკის მთავარი არქიტექტორი ხდება.

„პოლიტიკაში არსებობს მოვლენები, რომელთა იგნორირებაც შეუძლებელია, თუმცა ჩვენი რადიკალური ოპოზიცია მაინც ცდილობს, ოღონდ ისეთი პრიმიტიული მეთოდებით, რომ მხოლოდ საკუთარ მარგინალიზაციას უსვამენ ხაზს. სანამ ისინი პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის ამერიკულ ვიზიტს ქილიკით ხვდებოდნენ, ვაშინგტონში სრულიად სხვა რეალობა დაიწერა. ბიძინა ივანიშვილის გონივრული პოლიტიკის შედეგად დამდგარი რეალობა, სადაც საქართველო აღარ არის „პატარა ძმა“, რომელიც მუდმივად დავალებებს ელოდება, არამედ არის ღირსეული პარტნიორი, რომელსაც უსმენენ. თეთრ სახლში პერსონალური მიწვევები შემთხვევით არ გაიცემა. ეს არის ჟესტი, რომელიც გამოხატავს ნდობასა და პატივისცემას უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისა და იმ კურსის მიმართ, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აირჩია. თამარ ბაგრატიონის ვიზიტი არის მაგალითი, როცა შენი ქვეყნის კულტურას, ტრადიციას და ევროპულ ღირებულებებს ასეთი მაღალი ტრიბუნიდან წარადგენ. ვისაც ჰგონია, რომ ეს მხოლოდ სიმბოლიზმია, მათთვის კიდევ ერთი ცივი შხაპი მომზადდა, პრემიერ ირაკლი კობახიძის კომუნიკაცია მარკო რუბიოსთან. ეს არის სტრატეგიული დიალოგის დაწყება იმ ადამიანთან, რომელიც ამერიკის საგარეო პოლიტიკის მთავარი არქიტექტორი ხდება.

ლოგიკა მარტივია: ოპოზიცია გვეუბნებოდა, რომ „დასავლეთი დაგვივიწყებს“ – პირიქით, ვაშინგტონიდან უპრეცედენტო ყურადღება გვაქვს. გვეუბნებოდნენ, რომ „იზოლაციაში ვართ“, პირიქით, ჩვენი ლიდერები მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ფიგურებთან პირდაპირ ხაზზე არიან. ცდილობდნენ პირველი ლედის ვიზიტის გაუფასურებას, პირიქით, მივიღეთ უმაღლესი დონის აღიარება. ჯალათებს და მათ დამფინანსებლებს ევროპიდან აშინებთ რომ საქართველომ და აშშ-მა ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყეს არა „ენჯეოების“ კარნახით, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით. მათ აშინებთ, რომ მათი მთავარი იარაღი – „დასავლეთთან დაპირისპირების“ მითი, თვალწინ ეფშვნებათ. სიმართლე ისაა, რომ საქართველო ახალ ფურცელს შლის. ეს არის სუვერენული სახელმწიფოს გზა, სადაც ჩვენს მეგობრებთან ურთიერთობა ეფუძნება არა მორჩილებას, არამედ საერთო ინტერესებსა და ორმხრივ პატივისცემას. ვიზიტები ლაგდება, კავშირები მყარდება, საქართველო კი თავის დამსახურებულ, ისტორიულ სიმაღლეზე დგება და ამას ვერავითარი ღალატი და დეზინფორმაცია ვერ შეაჩერებს!“ – წერს გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.