პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – მთელი საქართველოს 98,9%-მა დაადასტურა როგორც ჩვენი ერის თავისუფლების ურყევი არჩევანი, ასევე, განსაზღვრა ერთიანი დამოუკიდებელი საქართველოს მომავალი

31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის და ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. მას დღეს 87 წელი შეუსრულდებოდა. სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი, რომელმაც ერთიანი საქართველოს ნათელი და მტკიცე პოზიცია მსოფლიოს აჩვენა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს.

“შეკითხვას – “ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” მთელი საქართველოს ხმის მიცემის უფლების მქონე მოსახლეობის 98,9%-მა დადებითი პასუხი გასცა და ამით დაადასტურა როგორც ჩვენი ერის თავისუფლების ურყევი არჩევანი, ასევე, განსაზღვრა მომავალი ერთიანი დამოუკიდებელი საქართველოსი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებით და ეროვნული ინტერესების დაცვით, რასაც ყოველთვის პატივი უნდა ვცეთ. “ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ გამთლიანდეს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხე არასოდეს დაემუქროს”, – წერს ირაკლი კირცხალია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.