პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: წინა დღეების ქართველებს უპირობოდ გვიყვარდა, ვითვალისწინებდით და გვერდში ვედექით ერთმანეთს.  საამაყოა, რომ ყველამ ერთად ასე ღირსეულად გავაცილეთ ჩვენი უწმინდესი. ჩვენი ერთობა, ერთმანეთის გატანა და ასეთი სიყვარული, ყველაზე უფრო ახარებს ჩვენს სულიერ მამას ზეციურ საქართველოში

წინა დღეების ქართველებს უპირობოდ გვიყვარდა, ვითვალისწინებდით და გვერდში ვედექით ერთმანეთს.  საამაყოა, რომ ყველამ ერთად ასე ღირსეულად გავაცილეთ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი. ჩვენი ასეთი ერთობა, სოლიდარობა, ერთმანეთის გატანა და ასეთი სიყვარული, ყველაზე უფრო ახარებს ჩვენს სულიერ მამას ზეციურ საქართველოში, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, პატრიარქის  ხათრით  ყველა ვალდებულია, რომ არ გამოვიდეს იმ სიყვარულის მდგომარეობიდან, რომელშიც ქართველი ერი ბოლო დღეების განმავლობაში იმყოფება. 

„წინა დღეებში ჩვენ მართლაც, რომ შევძელით პატრიარქის ნანატრი საქართველო და ქართველები ვყოფილიყავით. ახლა ზეცაში გვყავს ყველაზე დიდი გულშემატკივარი. იქიდან დაგვლოცავს და გაგვაძლიერებს, ხოლო ჩვენ მისი ხათრით მაინც ვალდებულები ვართ, რომ გვიყვარდეს, პატივი ვცეთ და გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს. არ გამოვიდეთ სიყვარულის ამ მდგომარეობიდან და ყოველ დღე ვეცადოთ, რომ როგორც უწმინდესი გვასწავლიდა – ნაკლოვანებები საკუთარ თავში ვეძებოთ და იმაზე უკეთესები გავხდეთ, ვიდრე გუშინ ვიყავით. 

წინა დღეების საქართველოსა და ქართველებს ვერავინ და ვერაფერი მოგვერევა, თურმე რა მაგრად გვყვარებიხარ, პატრიარქო, მშვიდობით და ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა.

ღმერთი, სამშობლო, ადამიანი,“- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.