პოლიტიკა

პაატა ზაქარეიშვილი: ოპოზიციამ დღეს გამოაცხადა, 26 მაისს ხალხმრავალ მიტინგს ვგეგმავთო – ეს დაცინვაა, ესენი არიან 2028 წლამდე საქმის გამკეთებლები? 28-შიც არაფერს გააკეთებენ – “ქართული ოცნება” ძალიან კარგად გრძნობს თავს და ბრწყინვალე საშუალება აქვს, რომ 2028 წლამდეც მივიდეს და მერეც

2028 წლამდე კი არა, შეიძლება უფრო მეტი ხნითაც იყვნენ, თუ არაფერი მოხდა, თუ ასე წამოვწექით, ბოიკოტები ვაცხადეთ, არაფერი არ იქნება. არ მესმის, ვინ მოგცემს ხელისუფლებას, როცა კარგად მიდის მათთვის საქმეები?! – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პაატა ზაქარეიშვილმა, ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განაცხადა.

ზაქარეიშვილი თქმით, ოპოზიციამ მხოლოდ ის შეძლო, რომ 26 მაისს წინასწარ დაგეგმილი ღონისძიება მიითვისოს და ამ რიცხვში ხალხმრავალი მიტინგი დააანონსონ. მისივე განცხადებით, ოპოზიცია 2028 წელსაც ვერაფერს გააკეთებს, შესაბამისად, “ქართული ოცნება” თავს კომფორტულად გრძნობს.

“რა გააკეთა ოპოზიციამ? დღეს გამოაცხადეს, რომ 26 მაისს ხალხმრავალ მიტინგს ვგეგმავთო – დაცინვაა ეს და დაახლოებით ის არის, ახლა მე და თქვენ, პაატა ზაქარეიშვილმა და დავით აქუბარდიამ რომ გამოვაცხადოთ, 9 აპრილს ხალხმრავალ მიტინგს ვმართავთ. 9 აპრილს იმდენი ხალხი გამოვა, მერე რომ შევხვდებით ეთერში 10 და 11 აპრილს, ვიტყვით: ხედავთ, რამდენი ადამიანი გამოვიყვანეთ ჩვენი განცხადებით? 26 მაისი და 9 აპრილი სულ სხვაა, ეს [თარიღები] არავისი არ არის, ხალხი გამოვა, გამოსვლა რომც აუკრძალო. ოპოზიციას მარტო ის შეუძლია, რომ წინასწარ დაგეგმილი ღონისძიება მიითვისონ და თქვან, მათი დამსახურებაა, ბევრი ხალხი რომ გამოვიდა და ესენი არიან 2028 წლამდე საქმის გამკეთებლები? 28-შიც არაფერს გააკეთებენ. რით გაამართლებენ იმას, რომ ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მონაწილეობა არ მიიღეს. რატომ უნდა მიიღონ 2028 წელს არჩევნებში მონაწილეობა და სად ჩანს მათი პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით? ამიტომ, რა თქმა უნდა, “ქართული ოცნება” ძალიან კარგად გრძნობს თავს, კომფორტულად და ბრწყინვალე საშუალება აქვს, რომ 2028 წლამდეც მივიდეს და მერეც,” – აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.