უცხოური მედია

დონალდ ტრამპი – დავურეკე მაკრონს, რომელსაც ცოლი ცუდად ექცევა და ყბაში დარტყმისგან სრულად გონს არ მოსულა, ვუთხარი, სპარსეთის ყურეში გვინდა დახმარება, მიპასუხა, ეს ომის შემდეგ შეგვიძლიაო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, აღდგომისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ნატო-ს მოკავშირეები ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში არასაკმარისი მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა.

დონალდ ტრამპის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან, მაგალითად, საფრანგეთისგან დახმარება ითხოვა, მათი წვლილი მინიმალური იყო.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ფრანგი კოლეგა ემანუელ მაკრონი მოიხსენია ადამიანად, რომელსაც მეუღლე „უკიდურესად ცუდად ეპყრობა“ და ის „მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმის შემდეგ გონს ჯერ არ მოსულა“.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო არაფერში სჭირდებოდა, თუმცა დახმარება იმიტომ ითხოვა, ენახა, რას იზამდნენ.

„ვურეკავ საფრანგეთს, მაკრონს, რომელსაც ცოლი უკიდურესად ცუდად ექცევა, მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმისგან სრულად გონს რომ არ მოსულა და ვეუბნები: „ემანუელ, ძალიან გვინდა დახმარება სპარსეთის ყურეში, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდებს ვამყარებთ, ცუდ ხალხს ვანეიტრალებთ და ბალისტიკური რაკეტებს ვანადგურებთ. ძალიან გვინდა თქვენი დახმარება, შეგიძლიათ, გემები დაუყოვნებლივ გამოაგზავნოთ?“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის თქმით,  საფრანგეთის პრეზიდენტმა უპასუხა: „არა, არა, არა, ამას ვერ გავაკეთებთ. ამის გაკეთება ომის დასრულების შემდეგ შეგვიძლია. მე კი ვუთხარი: ომის დასრულების შემდეგ არ მჭირდება, ემანუელ“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ

პოლიტიკა

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „ტვ პირველისა“ და „ფორმულის“ წარმომადგენლები, მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, წლების განმავლობაში არაერთ დიდ საეკლესიო დღესასწაულზე ქმნიდნენ ღვთისმსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას – შეზღუდვის მიზანი არ არის მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, არამედ ლიტურგიკული წესრიგისა და მომლოცველთა ინტერესების დაცვა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.