Uncategorized

ტრამპი: ვინმემ აუხსენით პაპ ლეოს, რომ ირანმა უკანასკნელ ორ თვეში 42 ათასი უდანაშაულო, პროტესტის შეუიარაღებელი მონაწილე მოკლა

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რომის პაპ, ლეო მე-XIV-ს შორის სიტყვიერი კამათი გრძელდება.

ამჯერად, ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანმა უკანასკნელ ორ თვეში 42 ათასი უდანაშაულო ადამიანი მოკლა. თეთრი სახლის ლიდერმა სთხოვა, რომ ადამიანებმა ამის შესახებ რომის პაპს გააგებინონ.

„გთხოვთ, ვინმემ აუხსენით პაპ ლეოს, რომ ირანმა უკანასკნელ ორ თვეში 42 ათასი უდანაშაულო, პროტესტის შეუიარაღებელი მონაწილე მოკლა და აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ირანს ბირთვული ბომბი ჰქონდეს“, – დაწერა ტრამპმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღეის წინ რომის პაპმა განაცხადა, რომ საკმარისია ომი. მან მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, შეჩერდნენ და მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას „და არა იმ მაგიდას, სადაც შეიარაღება იგეგმება და მომაკვდინებელი ქმედებების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება“. რომის პაპის ეს განცხადება ტრამპს არ მოეწონა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა