პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი რადიკალების ახალ ალიანსზე: ყოველი გაერთიანების დროს, საკუთარ თავს და ამომრჩეველს ატყუებენ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლა გარდაუვალია

ოპოზიციის გაერთიანების მორიგ მცდელობას აფასებს მედიასთან საუბარში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც მან განაცხადა, გაერთიანების მეხუთე მცდელობაც ისეთივე კრახით დასრულდება, როგორც წინა ოთხი. როგორც დავით ქართველიშვილი აცხადებს, ოპოზიციას არაფრის უნარი და ძალა არ შესწევს და ეს გამოიხტება თუნდაც იმაში, რომ დამოუკიდებლად, უცხო ძალების ჩარევის გარეშე, ელემენტარული სამოქმედო გეგმის შემუშავება არ ძალუძს.

„სერიოზულად რომ ვერ ვუყურებ [ოპოზიციის გაერთიანების მორიგ მცდელობას], ეს ხომ გასაგებია, იმიტომ რომ მეხუთედ შეიკრიბა იგივე ხალხი რაღაც ახალ გაერთიანებაში. მანამდე ოთხჯერ შეიკრიბა, დაიშალა. ამჯერად მეხუთედ შეიკრიბა და უსევ დაიშლება, იმიტომ, რომ საკუთარ წიაღში, ყოველი მსგავსი გაერთიანების დროს, საკუთარ თავს და ამომრჩეველს ატყუებენ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლა გარდაუვალია. წარმოიდგინეთ, ყოველ ჯერზე ან კანვასის ინსტრუქტორი სჭირდებათ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ან აკერმანის ტრენინგები, ან იგორ ბლაჟევიჩის რაღაც ბრძნული სქემები და გეგმები. თვითონ არაფრის მაქნისები არ არიან – ელემენტარული პროგრამა არ დაუწერიათ საზოგადოების რომელიმე სფეროზე მორგებული, გინდა საგარეო პოლიტიკა იყოს, გინდა ეკონომიკა. რა უნდათ ამ ადამიანებს, გაუგებარია,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა. მანვე კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მიერ დაანონდსებულ „კარდაკარზე“, რომლის დაწყებასაც რადიკალები რეგიონებში გასვლით და მოსახლეობასთან შეხვედრებით 10 მაისიდან აპირებენ. „ჩემები გავაფრთხილე, 10 მაისიდან თბილისიდან არსად წახვიდეთ, შეიძლება მოვიდნენ, დააკაკუნონ, გაუღეთ კარი და თავაზიანად მიიღეთთქო. მაგრამ გჯერათ რომ ამას გააკეთებენ? ან რეგიონებში დაანონსებული კარდაკარი სადმე შესრულებულა? რომელიმე სოფელს მიადგა რომელიმე მათი ლიდერი? ეს ხომ აბსურდია!“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.