პოლიტიკა

სამხარაძე: ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს აშინებთ ქართველების გაერთიანება, მითუმეტეს, ახალგაზრდებისთვის სიმართლის გაზიარება! ცოტნემ ზუსტად ახსნა თუ რატომ უნდა შედგეს ახალგაზრდებში ჯანსაღი დისკუსია- გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი

„ახალგაზრდა კაცი გამოვიდა და სიმართლე თქვა! დიახ, ის ჭეშმარიტება, რომელიც აშინებს ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს! აშინებთ ქართველების გაერთიანება, ერთად დგომა და მითუმეტეს, ახალგაზრდებისთვის სიმართლის გაზიარება! ცოტნემ ზუსტად ახსნა თუ რატომ უნდა შედგეს ახალგაზრდებში ჯანსაღი დისკუსია“- წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ცოტნე ივანიშვილის განცხადების შესახებ, რომელიც მან მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე განაცხადა.

სამხარაძე ცოტნე ივანიშვილის განცხადებაზე ოპოზიციის რეაქციებს გამოეხმაურა და არ გაჰკვირვებია, რომ მათ მისი გამოსვლა არ მოეწონათ.

„ქართველი მაგარი ახალგაზრდა კაცი გამოვიდა და სიმართლე თქვა! დიახ, ის ჭეშმარიტება, რომელიც აშინებს ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს! აშინებთ ქართველების გაერთიანება, ერთად დგომა და მითუმეტეს, ახალგაზრდებისთვის სიმართლის გაზიარება! ცოტნემ ზუსტად ახსნა თუ რატომ უნდა შედგეს ახალგაზრდებში ჯანსაღი დისკუსია, მომავალი თაობისთვის მნიშვნელოვანი! დიახ, საქართველოს სიყვარული უნდა იყოს საფუძველი ამ დებატების და რა არის აქ ნამდვილი პატრიოტისთვის მიუღებელი? არაფერი! რა თქმა უნდა მყრალ რადიკალურ ოპოზიციას არ მოეწონებოდა ცოტნეს სიტყვები. მაგათ ხომ დაზომბებული, ახალგაზრდები ურჩევნიათ, რომლებსაც აქციებზე ისე მიიყვანენ, რომ საერთოდ არ ეცოდინებათ რას, რატომ და რისთვის აპროტესტებენ! დღეს, მარტო ერთმა ქართველმა ახალგაზრდამ კიდევ ერთხელ აჩვენა თქვენი ნამდვილი სახე მთელ საქართველოს! მისმა სიტყვებმა შეგაშინათ, გაგამწარათ, იცით როგორი საფრთხის შემცველია თქვენთვის ახალგაზრდების გაერთიანება, საქართველოს სიყვარულით! სწორი მომავლისთვის, ახალი თაობებისთვის ჭეშმარიტების ახსნით! გაიხარე ცოტნე. ვამაყობთ შენით სამშობლოს ღირსეული ყველა პატრიოტი! ბარეორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი“- წერს სამხარაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.