Uncategorized

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული – მამასთან დისკუსია მართლაც გჭირდება, ოღონდ არა ისტორიაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გადააქცია თქვენი სახელი “პოლიტიკური აუქციონის” სინონიმად

ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული,- ამ სიტყვებით მიმართავს ჟურნალისტი, დათა გვასალია, “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, გუბაზ სანიკიძის შვილს, ლევან სანიკიძეს, მის მიერ ცოტნე ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების თაობაზე.

დათა გვასალიას თქმით, ლევან სანიკიძე ყველაზე მეტად უნდა ერიდებოდეს მამებზე საუბარს, რადგანაც სწორედ მათი სახელია “პოლიტიკური აუქციონის” სინონიმი დღევანდელობაში.

“რა, რა და მამებზე საუბარს მართლაც ყველაზე მეტად უნდა ერიდებოდეს. ლევან, შენ რომ დისკუსია მამაშენთან მართლაც გაგემართა, ალბათ იმ „მილიონზე“ უნდა დაგეწყო საუბარი, მამას ასე თავდაჯერებულად რომ ჰქონდა დაანგარიშებული პოლიტიკურ ბენეფიტებსა და ღირსებას შორის. თუმცა, როგორც ჩანს, თქვენს შორის დისკუსიას დესერტად „პოლიტიკური მიმცემლობის“ მასტერკლასი მოჰყვება ხოლმე. ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული. ჰოდა დისკუსიაში იქნებ ის ჭეშმარიტებაც აღმოაჩინო, რომ მამაშენის გუშინდელი მტერი მისი დღევანდელი მოკავშირეა და ამ “მიმცემლობით” განოყიერებულ ნიადაგზე დგახარ – სპიკერის რანგში :)) და ეს ის მცირე კომპენსაციაა, რაც მამიკოს ამაო ბრძოლისა და საბოლოო მორჩილების სანაცვლოდ მიიღე – გახსოვდეს ეს. ჰოდა ბოლოს, პირველ რიგში საკუთარ მამასთან დისკუსია მართლაც გჭირდება, ოღონდ არა ისტორიაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გადააქცია თქვენი სახელი “პოლიტიკური აუქციონის” სინონიმად,”- წერს დათა გვასალია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ევროპა „ცივილიზაციური გაქრობის“ საფრთხის წინაშეა, თუმცა ბრიუსელი საკუთარ კრიზისზე თვალის დახუჭვას და სუვერენული საქართველოსთვის ჭკუის სწავლებას კვლავ განაგრძობს

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: პარადოქსულია,  რომ „რუსეთთან მებრძოლად“ წარმოჩენილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველომ 2008 წლის ომი და ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია განიცადა, მაშინ, როდესაც „რუსეთთან მეგობრობაში“ დადანაშაულებული „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რუსეთთან ურთიერთობის საკითხი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.