პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომლის შეფასებითაც, ორველისა და ჰაქსლის დისტოპიური მოდელები საზოგადოების ტოტალური კონტროლის იარაღია

“ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა” – ეს ლოზუნგი ჯორჯ ორველისეულ “ორაზროვნების” ფორმულას წარმოადგენს, რომელსაც სამი ტოტალიტარული სახელმწიფოდან ერთ-ერთის, “ოკეანიის” მთავრობა და მმართველი პარტია საზოგადოების მართვისთვის იყენებს,- წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი და მორიგ ვრცელ წერილს ავრცელებს. 

ის განიხილავს, რომ ოლდოს ჰაქსლის რომანში- “საოცარი ახალი სამყარო” აკრძალულია ემოციები, მონოგამიური ურთიერთობები, ოჯახის შექმნაზე ფიქრი და სიყვარული დრომოჭმულ მოვლენად, ერთგვარ ჩამორჩენილობად ითვლება და სხვებისგან გარიყვას განაპირობებს. 

“აღნიშნული პრინციპი აიძულებს ადამიანებს დაიჯერონ ერთი შეხედვით, ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, ისე, რომ ეჭვიც არ გაუჩნდეთ. ბუნებრივია, რომ ამგვარ სამყაროში ასეთი გარემოს შესაქმნელად კონკრეტული მექანიზმებიც არსებობს, რომელიც მუდმივ პროპაგანდასა და წარსულის ყოველდღიურ გადაწერაში აისახება, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. “ოკეანიაში” “აზრის პოლიცია” ადამიანებს არასწორი ფიქრებისა და სახელმწიფოს მიერ ჭეშმარიტებად გამოცხადებული ნარატივის შესახებ ოდნავი ეჭვის გაჩენისთვისაც კი სჯის. საბოლოოდ პარტია საკუთარი მოქალაქეების ცხოვრების ყველა ასპექტზე ტოტალურ კონტროლს აწესებს და ასე, ამ არაადამიანური ფორმით ინარჩუნებს აბსოლუტურ ძალაუფლებას. კიდევ ერთი დისტოპიური რომანი ოლდოს ჰაქსლის “საოცარი ახალი სამყარო”, რომელიც ასევე ტოტალიტარულ სამყაროზე გვიყვება, რომელშიც ადამიანები ინკუბატორებში იბადებიან და დაბადებისთანავე კონკრეტული კასტის წარმომადგენლები ხდებიან. აკრძალულია ემოციები, მონოგამიური ურთიერთობები, ოჯახის შექმნაზე ფიქრი და სიყვარული დრომოჭმულ მოვლენად, ერთგვარ ჩამორჩენილობად ითვლება და სხვებისგან გარიყვას განაპირობებს. ამგვარ მოცემულობაში, სადაც მეცნიერება და ტექნოლოგიები ტოტალური კონტროლის საშუალებებად იქცა, მთავარი ღირებულება მუდმივი გართობა და ზედაპირული სიამოვნების მიღებაა, ყველაფერი ყველას ეკუთვნის, ინდივიდუალიზმი ქრება, სტრესის გასამკლავებლად კი სახელმწიფოს მიერ ლეგალურად დაშვებული ნარკოტიკული საშუალება გამოიყენება, რომელიც სევდას აქრობს და ხელოვნურად ბედნიერების ილუზიას ქმნის”,- აღნიშნავს შათირიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.