Uncategorized

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო. კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე – online.naec.ge – 6 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ.

სავალდებულოა, 20 აპრილის 10:00 საათიდან 4 მაისის 18:00 საათამდე აპლიკანტებმა გამოცდების საფასური გადაიხადონ (არანაკლებ ერთი გამოცდის).

2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლება აქვთ, ნაცვლად ერთი საგნის გამოცდისა, დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა და აგრეთვე, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.

კანდიდატებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ვერ აირჩევენ იმ საგნებს, რომელთა ტესტური დავალების/დავალებების შინაარსი იდენტურია (მათ შორის, თუ საგნის ტესტური დავალება/დავალებები ნათარგმნია უცხოურ ენაზე).

მონაწილეთათვის ერთი გამოცდის საფასური შეადგენს 50 ლარს, რომლის გადახდა ხორციელდება „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით, კერძოდ, ონლაინ გადახდის სისტემით (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკით (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალებით.

კანდიდატებმა, რომელთაც სპეციალური საგამოცდო პირობები სჭირდებათ, რეგისტრაციის პროცესში უნდა მონიშნონ შესაბამისი გრაფა და 6 მაისის 18:00 საათამდე ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა N IV-100ა) შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარადგინონ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, ყურადღებით გაეცნონ გამოცდებთან დაკავშირებულ დეტალებს და რეგისტრაცია დადგენილ ვადებში გაიარონ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ევროპა „ცივილიზაციური გაქრობის“ საფრთხის წინაშეა, თუმცა ბრიუსელი საკუთარ კრიზისზე თვალის დახუჭვას და სუვერენული საქართველოსთვის ჭკუის სწავლებას კვლავ განაგრძობს

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: პარადოქსულია,  რომ „რუსეთთან მებრძოლად“ წარმოჩენილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველომ 2008 წლის ომი და ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია განიცადა, მაშინ, როდესაც „რუსეთთან მეგობრობაში“ დადანაშაულებული „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რუსეთთან ურთიერთობის საკითხი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.