პოლიტიკა

ნინო წილოსანი დიუშენის სამკურნალო წამალზე: მთლიანად ამ სურათში იკვეთება, რომ არიან დაინტერესებული პირები, მათ შორის პარტიული ტელევიზიები, ვინც ამ საკითხს განსაკუთრებულ და მავნებლურ პოლიტიკურ ასპექტს ანიჭებენ

მთლიანად ამ სურათში იკვეთება, რომ არიან ადამიანები, წამლის მწარმოებელი კომპანიები, თუ დაინტერესებული პირები, მათ შორის პარტიული ტელევიზიები, ვინც ამ საკითხს განსაკუთრებულ და მავნებლურ პოლიტიკურ ასპექტს ანიჭებენ, – განცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

„სახელმწიფოსთვის უზომოდ მნიშვნელოვანი არიან დიუშენის სინდრომის ბავშვები. ჩვენთვის განსაკუთრებული ყურადღების სუბიექტები არიან მათი მშობლები და ჩვენი სრული მხარდაჭერა მათ. თუმცა მთლიანად ამ სურათში იკვეთება, რომ არიან ადამიანები, წამლის მწარმოებელი კომპანიები, თუ დაინტერესებული პირები, მათ შორის პარტიული ტელევიზიები, ვინც ამ საკითხს განსაკუთრებულ და მავნებლურ პოლიტიკურ ასპექტს ანიჭებენ. ამ ყველაფრისგან ქმნიან მათთვის საინტერესო სანახაობას.

სახელმწიფო, ისევე როგორც სამინისტრო, თითოეული ჩვენგანი ვგულშემატკივრობთ და გვერდით ვუდგავართ ყველა ადამიანს, ვისაც სახელმწიფოს ზრუნვა სჭირდება. იმ პირობებში, როდესაც წამალი, რომელზეც მშობლებს განსაკუთრებულად აიმედებენ, დადასტურება არ აქვს მისი ეფექტიანობის, მათ შორის ბევრ რისკთანაა დაკავშირებული, ვერ იქნება ერთმნიშვნელოვნად მიღებული და აღიარებული. ჩვენი მხრიდან იქნება ყველანაირი სიფრთხილე გამოჩენილი“, – აღნიშნა წილოსანმა.

დიუშენის სინდრომი და პრეპარატი, რომელსაც საქართველოში ითხოვენ – დოკუმენტებითა და ოფიციალური მონაცემებით დგინდება, რომ წამალს აქვს სერიოზული გვერდითი ეფექტები. ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია წერს, რომ მისი გამოყენება გრძელდება, მაგრამ დაემატა მკაცრი გაფრთხილებები, მათ შორის ღვიძლის ფატალური დაზიანება. დაფიქსირებულია სიკვდილიანობაც.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.